ჯიხაშკარის 108-ე უბნის დარბევის ბრალდებით დაკავებულ კაკო ტიბუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა და მისი გადახდის ვადად 30 დღე განსაზღვრა.
მოსამართლე დავით გელაშვილის განმარტებით, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაკავებულის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ტიბუა თავს უდანაშაულოდ მიიიჩნევს. პროკურატურა ტიბუასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ადვოკატი როლანდ შონია არ დაეთანხმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას. მან შუამდგომლობით მოსამართლე დავით გელაშვილს მიმართა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაინც დაუშვებდა სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას, პატიმრობის ნაცვლად, ტიბუას დაკისრებოდა გირაოს გადახდა 3000 ლარის ოდენობით.
ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიამ ჯიხაშკარის ორივე უბანზე კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნო. ამ უბნებზე განმეორებით კენჭისყრა არჩევნების დღიდან 2 კვირის გამავლობაში დაინიშნება.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/