კონკრეტული პროფესიის მქონე საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში მუშაობის უფლება ექნებათ

12/19/2018
balu 85-ის მიერ

19.12.2018    18:18

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირების შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

“ძალიან სასიხარულოა, რომ ხელშეკრულება რატიფიცირებულ იქნა საფრანგეთის პარლმენტის მიერ და სულ ახლახან მას ხელი მოაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა. 

ხელშეკრულების თანახმად, საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ, აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია საფრანგეთში ან საქართველოში და შემდგომ დაუბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებს.

თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ხელშეკრულების გაფორმება არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქე გაემგზავროს საფრანგეთში სამუშაოს საძიებლად. 

ეს შეეხება მხოლოდ კვალიფიციურ სპეციალისტებს და იმ კონკრეტულ პროფესიებს, რომელთა იდენტიფიცირება მოხდება.” – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა

https://multimedia.ge/?p=2950\u0026fbclid=...