მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს

15.12.2018 09:32

15-12-2018 16:04 ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომლის ოჯახიც ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს, დღეს დაკრძალეს. ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში, სადაც დღეს სკოლის დირექტორი იყო დასვენებული, გამოსამშვიდობებლად უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. სკოლის დირექტორი უკანასკნელ გზაზე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერემაც გააცილეს. ია კერზაიას ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს ყოფილმა ლედიმ სანდრა-ელისაბედ რულოვსმაც. პოლიტიკოსებმა ია კერზაიას გარდაცვალება შეაფასეს როგორ მკვლელობა. ნიკანორ მელიას თქმით: „დამნაშავეა ყველა, ვინც ზეწოლას ახორციელებდა სკოლის დირექტორზე, დაწყებული გახარიათი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ატერორებდა სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებს, რასაც ია კერზაიას სიცოცხლე შეეწირა. ეს არის გახმაურებული ერთი შემთხვევა და ასეთი უამრავი ფაქტი არსებობს. ხელისუფლებას არ ეყო იმის სინდისი, რომ ეთქვათ გამოძიების შესახებ რამე, ერ კიდევ არა აქვს პროკურატურას დაწყებული გამოძიება, ხელისუფლებიდან მხოლოდ 4 ადამიანმა გაბედა და თქვა ის, რომ აუციელებლია გამოძიება და ისიც ისეთებმა, ვინც ბაჩანა შენგელიას მეგობრები არიან... დიახაც, ეს არის მკვლელობა და ის აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული“- განაცხადა ნიკანორ მელიამ. მომხდარის შფასება გააკეთა ასევე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რომელმაც დღევანდელ დღეს უმძიმესი უწოდა. ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციაში იყო მოთავსებული.ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია აცხადებდა, რომ მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განათლების სამინისტრომ მე-6 სკოლაში ინსპექტირების ჩატარება გადაწყვიტა. ბაჩანა შენგელიას თქმით, ინსპექტირების საფუძველი გახდა ის, რომ ია კერზაიამ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერთა სიების მიწოდებაზე უარი უთხრა. შენგელია ამბობდა, რომ სკოლაში ინსპექტირების სამსახური დირექტორის „დასასჯელად“ შევიდა. https://odishinews.ge/ge/2015-03-22-1...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ბაჩანა შენგელიას გენერალურ პროკურატურაში დღეს გამოკითხავენ
00:55

ბაჩანა შენგელიას გენერალურ პროკურატურაში დღეს გამოკითხავენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ინსპექტირების სამსახურის ანგარიში
01:17

ინსპექტირების სამსახურის ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სამეურვეო საბჭომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი არ გაათავისუფლა
02:13

სამეურვეო საბჭომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი არ გაათავისუ...

Radio Atinati

ბაჩანა შენგელიამ პროკურატურას ვიდეომასალა გადასცა
01:15

ბაჩანა შენგელიამ პროკურატურას ვიდეომასალა გადასცა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბაჩანა შენგელია: მოვითხოვ ია კერზაიას საქმეზე სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიებ
01:50

ბაჩანა შენგელია: მოვითხოვ ია კერზაიას საქმეზე სასწრაფოდ დაიწ...

Radio Atinati

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის პედაგოგმა ინეზა მურღულიამ მაია კალანდიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
01:18

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის პედაგოგმა ინეზა მურღულიამ მაია კ...

Radio Atinati

საპარლამენტო უმცირესობა განათლების მინისტრის გადადგომას მოითხოვს
01:43

საპარლამენტო უმცირესობა განათლების მინისტრის გადადგომას მოით...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ემიგრანტ მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია
05:27:19

ემიგრანტ მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია

Giorgi Sakandelidze

ყველა ვიდეო