ინსპექტირების სამსახურის ანგარიში

28.12.2018 01:17

დღეს პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის კომიტეტზე განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს მოუსმენენ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის განხილვაც კომიტეტზე იგეგმება, ზუგდიდის მე-6 სკოლის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია. სკოლის დირექტორი ია კერზაია 2 დეკემბერს ინსულტით გარდაიცვალა. ამ ფაქტს წინ უძღოდა ინსპექტირების სამსახურის მიერ სკოლის შემოწმება. კერზაიას შვილი დედის გარდაცვალებას ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს, რასაც სამინისტროში კატეგორიულად გამორიცხავენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ინსპექტირების შედეგად, ზუგდიდის მე-6 სკოლაში არაერთი დარღვევა გამოიკვეთა, თუმცა, მათივე განცხადებით, სამეურვეო საბჭოს ამის გამო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დღევანდელი მოსმენა და მისგან გამომდინარე საერთო სურათი, დეპუტატებს საშუალებას მისცემს, დეტალურად შეაფასონ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ინსპექტირების პროცესი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების ანგარიში
01:18

განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

განათლების კომიტეტის სხდომა
01:45

განათლების კომიტეტის სხდომა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ტექ. ინსპექტირების პროცესზე სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობა
37:37

ტექ. ინსპექტირების პროცესზე სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში
01:31

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში
01:10

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უსაფრთხოების დარღვეული ნორმები
03:45

უსაფრთხოების დარღვეული ნორმები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვაკის პარკის საქმე
03:38

ვაკის პარკის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა
02:31

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებს პროკუ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო