კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტი

28.07.2025 01:14

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მუშაობდა მარნეულში მდებარე ერთ-ერთი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორის თანამდებობაზე და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ევალებოდა სატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ჩატარება. ბრალდებულმა, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე გასცა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში. აღნიშნულის სანაცვლოდ, ოფიციალურად დაწესებული გადასახადის გარდა, მოქალაქისაგან მოითხოვა და აიღო ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ ტექინსპექტირების ცენტრში, გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე, სისტემატურად ხდებოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიშების გაცემა, რასთან დაკავშირებითაც ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტი
01:04

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტი...

საგამოძიებო სამსახური

კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება  გასაღების ფაქტი
00:53

კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებ...

საგამოძიებო სამსახური

სუსმა კლინიკის დირექტორი და ექიმი დააკავა
03:19

სუსმა კლინიკის დირექტორი და ექიმი დააკავა

სააგენტო GUARDIAN GE

მედიკოსების დაკავება ყალბი დოკუმენტების გაცემის ფაქტზე
01:11

მედიკოსების დაკავება ყალბი დოკუმენტების გაცემის ფაქტზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

0

0

პროკურატურა - ნიკა გვარამიამ 40 000-ლარიანი გირაო გადაიხადა

პროკურატურა - ნიკა გვარამიამ 40 000-ლარიანი გირაო გადაიხადა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სუს-მა კერძო სამედიცინო კლინიკის ოთხი ექიმი დააკავა
01:09

სუს-მა კერძო სამედიცინო კლინიკის ოთხი ექიმი დააკავა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტი
00:50

კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტის დამზადება - გასაღებ...

საგამოძიებო სამსახური

ყველა ვიდეო