ემიგრანტ მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია
ემიგრანტ მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია 2020 წლის 28 ივნისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ინიციატივით, ორგანიზებითა და ბარსელონას წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით ჩატარდა ემიგრანტ პედაგოგთა პირველი ეროვნული ონლაინ კონფერენცია „თანამედროვე სწავლების გამოწვევები და საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლები“ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი პლანეტის სხვადასხვა კონტინენტის 64-მა მასწავლებელმა. კონფერენცია საქართველოს დროით 16:00 საათზე გაიხსნა ბარსელონაში მცხოვრები ქართველი მოსწავლის ნიკოლოზ ფანგანის ვიდეო ჩანაწერით, კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ბარსელონას წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი და წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი, სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ალიონა ჩხოტუა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და ახალი სკოლის მოდელისა და სწავლა სწავლების კონსტუქტივისტულ პრინციპებზე ისაუბრეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს "ახალი სკოლის მოდელის" პროექტის განათლების ექსპერტმა თამარ ჯაყელმა, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და რესურსების განვითარების სამმართველოს ექსპერტმა ნიკო სილაგაძემ, "ახალი სკოლის მოდელის" ექსპერტმა ბატონმა ვარდენ ნიქაბაძემ ისაუბრა ონლაინ სწავლების გამოწვევებზე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელებმა ლადო აფხაზავამ და მანანა კაპეტივაძემ საზღვარგარეთ მოღვაწე კოლეგებს გააცვნეს საკუთარი საქმიანობა. კონფერენციაზე ყველა მონაწილე საინტერესო თემით და პრეზენტაციით წარდგა: 1.ესპანეთი - მარინა წიქორაძე - "სახელმძღვანელოები პროგრამები და თანამედროვე სწავლების მეთოდები საკვირაო სკოლაში" 2. კანადა - ნუნუ ღურჭუმალიძე - "საკვირაო სკოლაში სწავლების ეფექტიანობის მიღწევის გზები და საშუალებები" 3. საფრანგეთი - თამარი ხეცაძე - "გახსოვდეს ვისი გორისა ხარ" 4. ბელორუსია - მზია აკობია - "ონლაინ თუ ოფლაინ გაკვეთილი ?" 5. უკრაინა - ლალი გადელია - "თანამედროვე სწავლების მეთოდები და გამოწვევები" 6. აშშ - ზურაბ მუშკუდიანი - "დისტანციური სწავლება ამერიკაში" 7. აშშ - რუსუდან გალდავა - "თანამედროვე სწავლების მეთოდები და გამოწვევები და აშშ-ში არსებული ქართული საკვირაო სკოლები" 8. თურქეთი - ნანული კაჭარავა - "ქართველოლოგიური კერები თურქეთში" 9. ნიდერლანდები - თიკა სვანიძე "ვირტუალური საკლასო ოთახის კონცეფცია საქართველოში და ემიგრაციაში მყოფი ქართველი მოსწავლეები" 10. საქართველო - ია ჯღარკავა "გაკვეთილები საზღვრების გარეშე და ფონდი დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის" 11. პოლონეთი - ლანა ბურკაძე "ენა როგორც იდენტობა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისათვის" 12. საბერძნეთი - დარეჯან ღამბაშიძე - "საკვირაო სკოლები ქართული სულის ოაზისებია ემიგრაციაში" ეროვნული სასწავლო გეგმებისა და რესურსების განვითარების სამმართველოს ექსპერტი ნიკო სილაგაძე მიუხედავად კონფერენციის ხანგრძლივობისა დიდი ყურადღებითა და გულისხმიერებით უსმენდა პედაგოგებს, რომეთაც აღუთქვა დახმარება და შესთავაზა სამი წინადადება 1) საერთო პლატფორმის შექმნა 2) ექსპერტის გამოყოფა სამინისტროდან 3) ვებინარების ჩატარება. კონფერენციამ გასტანა დაახლოებით 6 საათი. დასრულდა 22:00 საათზე. დროის უკმარისობის გამო :) სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პედაგოგებმა ეკა ქართველიშვილმა, თეონა აბრამიშვილმა, ნათია ეგუტიძემ, ეკა ალავიძემ, ასმათ ტოგონიძემ, თინათინ მილორავამ მოხსენების ნაცვლად შეასრულეს ქართული სიმღერა "ჩემი საქართველო აქ არის" :) :) :) რითაც დასრულდა მეტად ამაღელვებელი, მნიშვნელოვანი და საჭირო შეხვედრა მსოფლიოს ქართველ ემიგრანტ მასწავლებლებთან. მოხდა კონფერენციის სრული ჩაწერა მონაწილეთა მოთხოვნით, ჩანაწერი დაიდება 1 ივლისს (ჩანაწერის მოცულობის გამო საჭიროა დამუშავება).კონფერენციის ტექნიკურ გამართულობაზე და უხარვეზოდ მიმდინარეობაზე იზრუნა მე-17 საჯარო სკოლის ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მენეჯერმა გიორგი საკანდელიძემ
Giorgi Sakandelidze-ის სხვა ვიდეოები
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - ადამი...
ემიგრანტ მასწავლებელთა რიგით მეორე შეხვედრა
02:02
პროგრამა Microsoft Teams-ის გადმოწერა და ავტორიზაც...
02:22
პროგრამა Microsoft Teams-ში დავალების ატვირთვა -...
02:07:42
პროექტის ,,იაკობის კვალდაკვალ" - პირველი შეხვედრა...
44:57
პროექტის ,,იაკობის კვალდაკვალ" - ვარიანის ნაწილი
04:23
პროგრამა ZOOM-ის გამოყენება (აპლიკაცია Zoom) - ტუ...
მსგავსი ვიდეოები
პროექტის ,,იაკობის კვალდაკვალ" - პირველი შეხვედრა პლატფორმა...
Giorgi Sakandelidze
ემიგრანტ მასწავლებელთა რიგით მეორე შეხვედრა
Giorgi Sakandelidze
პროექტის ,,იაკობის კვალდაკვალ" - ვარიანის ნაწილი
Giorgi Sakandelidze
წყალწაღებული ხომ ხავსს ეჭიდებოდა, მე ის მოსაჭიდებელი ხავსიც...
ბათუმელები / Batumelebi
ტელებლოგი - „დღეში ოცი ჩახუტება“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იმედის კვირა - 23 სექტემბერი, 2018 წელი
TV IMEDI
ემიგრანტ TV - ძალა საქართველოშია !
Emigrant TV
რა ვიცით მომავალზე ? ! #EmigrantTV #ემიგრანტTV
Emigrant TV