პროექტის ,,იაკობის კვალდაკვალ" - პირველი შეხვედრა პლატფორმა "Zoom"-ში

11/28/2020
Giorgi Sakandelidze-ის მიერ

პროექტის ,,იაკობის კვალდაკვალ\" - პირველი შეხვედრა პლატფორმა \"Zoom\"-ში

2020 წლის 22 ნოემბერს მსოფლიო ქართული საკვირა სკოლების ისტორიაში ერთი ულამაზესი და გამორჩეული ფურცელი ჩაიწერა. დამეგობრებულმა საკვირაო სკოლებმა პროექტის ,,იაკობის კვალდაკვალ\" ფარგლებში წარმოადგინეს ერთობლივი პრეზენტაციები. პროექტის მიზანი იყო მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ქართული საკვირაო სკოლები და მათი მოსწავლეები დამეგობრებულიყვნენ,მათ შორის კი კომუნიკაცია განხორციელებულიყო მშობლიურ ენაზე.აღსანიშნავია ,რომ პროექტი ,,იაკობის კვალდაკვალ\" მიეძღვნა გოგებაშვილის 180 წლის იუბილეს. ის გახდა პირველი საბავშვო კოლაბორაციული პროექტი, რომელიც განახორციელა მაწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოში\" გაერთიანებულმა საკვირაო სკოლებმა,სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მხარდაჭერით, შეხვედრა გახსნა ასოციაციის დამფუძნებლებმა არქიმანდრიტმა ლუკა ფალავანდიშვილმა და ქალბატონმა ირინე ჯგერენაიამ. მერილენდში მცხოვრებმა მოსწავლემ გიორგი შუბითიძემ (მასწავლებელი რუსუდან გალდავა-ღავთაძე) ფორტეპიანოზე შეასრულა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.დამეგობრებულმა სკოლებმა :
1. ნიუიორკი--მონრეალი--მინსკი(ხელმძღვანელები: რუსუდან გალდავა-ღავთაძე, ნუნუ ღურჭუმალიძე, მზია აკობია).
2.ლონდონი--დუბლინი(ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანი,ანელი აწკარუნაშვილი)
ისაუბრეს ერთმანეთზე, გოგებაშვილის ღვაწლსა და შემოქმედებაზე. პრეზენტაციის დასარულს ლონდონის პირველი საკვირაო სკოლის მოსწავლემ შეასრულა ასოციაციის ჰიმნი. მეტად ამაღელვებელი და ცრემლის მომგვრელი გახლდათ მსოფლიოში მიმოფანტული უნიჭიერესი და ულამაზესი ქართველი მოსწავლეების ცქერა და მოსმენა. ისინი განსხვავებული აქცენტებით, მაგრამ დიდი სიყვარულით გვიამბობდნენ დიდ იაკობზე.
სწორედ იაკობ გოგებაშვილმა დღეს შეკრა და გააერთიანა მსოფლიო ქართველობა საქართველოსთან ერთად, რომელსაც წარმოადგენდა ქუთაისის მე-17საჯარო სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა გუნდი, რომელიც მიუხედავად პანდემიისა, საგანგებო ვითარებისა, ნოემბრის ცივი და სუსხიანი ამინდისა და ხანგრძლივი მგზავრობისა, მსოფლიო ქართველ თანატოლთა გულებში ქართული ცეცხლის დასანთებად ეწვია სოფელ ვარიანში იაკობის სახლ-მუზეუმს. (პედაგოგები: მედეა ადეიშვილი, გიორგი საკანდელიძე, გოგა ოსაძე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი აბელ სოსელია).მეჩვიდმეტე სკოლის მოსწავლეებმა თანატოლებს მუზეუმის ხელმძღვანელთან ერთად აჩვენეს სახლ-მუზეუმის ღირშესანიშნაოებები. ამ რეალურ- ვირტუალური მოგზაურობის კულმინაცია გახლდათ იაკობის და ბავშვების მოულოდნელი შეხვედრა მის სამუშაო კაბინეტში. იაკობის როლი არაჩვეულებრივად განასახიერა მსახიობმა აბელ სოსელიამ. რომლის მითითებითაც მოსწავლეები მიუსხდნენ უძველეს მერხებს და ამოწერეს უკვდავი ფრაზა:,,აი ია.\" სიმბოლურია ის, რომ იაკობის პირველი გაკვეთილიდან საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ იმავე მერხებს კვლავ მხოლოდ 5 მოსწავლე მიუსხდა.ულამაზესი სანახავი იყო ნოემბრის ცივ საღამოს, შებინდებისას ვარიანში იაკობის აივნიდან ზეცაში გაშვებული იისფერი საჰაერო ბუშტები. ტოვებდნენ ბავშვები ვარიანს და სოფელში ისმოდა მათ მიერ შესრულებული დედაენის საგალობელი.მე-17სკოლის მოსაწვლეებმა მუზეუმს საჩუქრად გადასცეს სახელდახელოდ შერჩეული წიგნი და მსოფლიო ქართველ თანატოლებს მოუწოდეს, რომ ესტუმრონ სახლ-მუზეუმს და თავიანთი ხელით ჩაწერონ შთაბეჭდილებები.დღეს ვირტუალურ სივრცეში 100 თანამემამულის გულიცემა ერთდროულად ისმოდა, რომელსაც უერთდებოდა უამრავი ზუმის ზღვარს მიღმა დარჩენილი თანამემამულის გულის ცემაც,ისინი ლაივით ადევნებდნენ თვალს.ღონისძიების სპეცისლური სტუმარი გახლდათ აშშ საქართველოს საელჩოს მრჩეველი სოფიო გეგეჭკორი.პროექტის დასკვნითი ნაწილი გაიმართება 29 ნოემბერს საქართველოს დროით 22:00საათზე, სადაც 10 დამეგობრებული სკოლა გააკეთებს პრეზენტაციას.წაიკითხება წერილები,მონაწილე მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი დაჯილდოვდებიან ელექტრონული სერტიფიკატით.უღრმესი მადლობა ყველას დღევანდელი დღის დღესასწაულად ქცევისთვის, ,,ძალა ერთობაშია\"!