ემიგრანტ მასწავლებელთა რიგით მეორე შეხვედრა
2020 წლის 19 ივლისს საქართველოს დროით 17:00 საათზე გაიმართა ემიგრანტ მასწავლებელთა რიგით მეორე შეხვედრა. სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ორგანიზებით ემიგრანტ მასწავლებელთა ონლაინ შეხვედრები გრძელდება, 2020 წლის 19 ივლისს გაიმართა რიგით მეორე დისტანციური შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქართველი პედაგოგები რომლებიც მოღვაწეობენ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკვირაო სკოლებში. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები. აღსანიშნავია, რომ რიგით მეორე შეხვედრას შემოუერთდნენ ისრაელის, დანიის, უკრაინის, ბელგიის და სხვა ქვეყნების საკვირაო სკოლების პედაგოგები რომლებმაც ისაუბრეს თავიანთ პრობლემებსა და გამოწვევებზე. 2020 წლის 19 ივლისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ინიციატივით, ორგანიზებითა და ბარსელონას "წმიდა ანთიმოზ ივერიელის" სახელობის ქართული საკვირაო სკოლის მხარდაჭერით, ჩატარდა ემიგრანტ პედაგოგთა პირველი მიზნობრივი ონლაინ შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ეროვნული სასწავლო გეგმებისა და რესურსების განვითარების სამმართველოს ექსპერტთან, ბატონ ნიკო სილაგაძესთან, პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 38-მა მასწავლებელმა: ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, უკრაინიდან და ბელორუსიიდან. შეხვედრა დაიწყო საქართველოს დროით 17:00 საათზე. მონაწილეებს მიესალმა ბარსელონას "წმიდა ნინოს" სახელობის სამრევლოს წინამძღვარი და "წმიდა ანთიმოზ ივერიელის" სახელობის ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი არქიმანდრიტი ლუკა (ფალავანდიშვილი), და სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი ირინე ჯგერენაია. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და რესურსების განვითარების სამმართველოს ექსპერტმა ნიკო სილაგაძემ ისაუბრა ახალი სკოლის მოდელის პროექტზე, ინიციატივაზე რომელიც უკავშირდება საგნის "ჩვენი საქართველო"-ს სწავლებას და ამ პროცესში განათლების ექსპერტების ჩართვაზე, რომლებიც სექტემბრის თვეში შექმნიან რესურსთა ბანკს და მათზე დაყრდნობით, თითოეული სკოლის მიერ გაკეთდება კურიკულუმი და შესრულდება კომპლექსური დავალებები. ეს დავალებები გახდება ყველასთვის ხელმისაწვდომი და თვალსაჩინო. აგრეთვე მოხდება ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩატარებულ ვებინარებში ჩართვა რამოდენიმე სკოლისთვის ,,ახალი სკოლის მოდელზე" გადასასვლელად, რომელიც დაიწყება 10 აგვისტოდან.
Giorgi Sakandelidze-ის სხვა ვიდეოები
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - ადამი...
02:02
პროგრამა Microsoft Teams-ის გადმოწერა და ავტორიზაც...
05:27:19
ემიგრანტ მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცი...
02:22
პროგრამა Microsoft Teams-ში დავალების ატვირთვა -...
02:07:42
პროექტის ,,იაკობის კვალდაკვალ" - პირველი შეხვედრა...
44:57
პროექტის ,,იაკობის კვალდაკვალ" - ვარიანის ნაწილი
04:23
პროგრამა ZOOM-ის გამოყენება (აპლიკაცია Zoom) - ტუ...
მსგავსი ვიდეოები
პროექტის ,,იაკობის კვალდაკვალ" - პირველი შეხვედრა პლატფორმა...
Giorgi Sakandelidze
პროექტის ,,იაკობის კვალდაკვალ" - ვარიანის ნაწილი
Giorgi Sakandelidze
ემიგრანტ მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია
Giorgi Sakandelidze
წყალწაღებული ხომ ხავსს ეჭიდებოდა, მე ის მოსაჭიდებელი ხავსიც...
ბათუმელები / Batumelebi
ტელებლოგი - „დღეში ოცი ჩახუტება“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იმედის კვირა - 23 სექტემბერი, 2018 წელი
TV IMEDI
ემიგრანტ TV - ძალა საქართველოშია !
Emigrant TV
რა ვიცით მომავალზე ? ! #EmigrantTV #ემიგრანტTV
Emigrant TV