მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს ეუთო/ოდირი 350 მოკლევადიანი დამკვირვებლით დააკვირდება
მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს ეუთო/ოდირი 350 მოკლევადიანი დამკვირვებლით დააკვირდება. მისიის ხელმძღვანელი უკვე საქართველოშია. მან დღეს საზოგადოებას საარჩევნო პროცესების მონიტორინგის სპეციფიკა გააცნო. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი არჩევნების დღემდე დაგეგმილ აქტივობებს, ასევე მედიაგარემოსაც შეისწავლის, რისთვისაც ქვეყანაში გრძელვადიან მონიტორებს გამოგზავნის. ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილდებიან და საარჩევნო პროცესებთან ერთად, სახელმწიფო ინსტიტუტებსაც დააკვირდებიან. წინასაარჩევნო და უშუალოდ ხმის მიცემის პროცესის მონიტორინგი 20-წლიანი ისტორიის მქონე სადამკვირვებლო მეთოდოლოგიით მოხდება, რის შემდეგაც საბოლოო დასკვნა მომზადდება. ეუთო/ოდირის გარდა, 2 ოქტომბრის არჩევნებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კონკრეტული ქვეყნების მისიებიც დააკვირდებიან, თუმცა ეპიდემიური ვითარების გამო, მონიტორების რაოდენობა ჯერ დაზუსტებული არ არის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერის შეხვედრა შარლ მიშელთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster