სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გადაცემაში „იმედი LIVE“

06.11.2021 12:11

▪ლელა რაზიკაშვილი: ჩვენ გავუშვით ხელისუფლება, რომელმაც თავის პოლიტიკურ გზაზე ადამიანების ცხედრები დატოვა ▪დავით ოთხმეზური: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი მოღვაწეობა კატასტროფით დაამთავრა - ტერიტორიების დაკარგვა, წელიწადში 150 ადმიანის სიკვდილი ციხეში, სადისტობა… როგორ უნდა შევრიგდეთ მათთან? ▪მარინა აბულაძე: 7 ნოემბერი 9 აპრილს მაგონებს - ყვითელლაბადიანი ადამიანები, რომლებიც ზიზღითა და დაუნდობლობით, თავიანთ თანამოქალაქეებს ურტყამდნენ, სცემდნენ, მისდევდნენ, ასახიჩრებდნენ, არაფრით განსხვავდებიან იმ რუსებისგან, რომლებიც 9 აპრილს დასდევდნენ ქართველებს ▪დავით ლეშკაშელი: ახალგაზრდები დავიღალეთ ბოლო დროს განვითარებული მოქმედებებით, დესტაბილიზაციით, ჩვენ გვინდა მშვიდ, ნორმალური ფონი განსავითარებლად, რაშიც კონკრეტული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, სამწუხაროდ, ხელს გვიშლიან თავიანთი ტოქსიკური ქმედებებით ▪სოსო მანჯავიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავს ძალასთან მოლაპარაკების მცდელობა მთავრდება მომლაპარაკებლის ანუ ხელისუფლების კრახით - ასე იყო ფაშისტებისა და ბოლშევიკების შემთხვევაშიც ▪სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილს, თავისივე პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით, 34 წელი მოუწევდა ციხეში ჯდომა - მადლობა თქვას, რომ კარგ პირობებშია და ფაფები არ აკლია ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial   © Teleimedi LLC 2021

გაზიარება: