უკრაინის ქალაქ კრამატორსკში სარაკეტო თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა
ქალაქ კრამატორსკში სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. ამის შესახებ დონეცკის ოლქის პოლიცია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ისკანდერის ტიპის რაკეტა საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამძებრო-სამაშველო დანაყოფები. გამორიცხული არ არის, რომ ნანგრევებში ადამიანები იყვნენ მოყოლილები. ასევე სამი მოქალაქე ემსხვერპლა და ერთი დაშავდა სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩერნიგოვის ოლქში, სადაც ჭურვი ასევე დასახლებულ ზონაში, სარდაფს დაეცა. იქ მოსახლეობა აფარებდა თავს. ქვეყნის პრეზიდენტი ფრონტზე საოკუპაციო ძალების მიერ შეტევითი ოპერაციების ზრდაზე საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვითარება უარესდება. როგორც უკრაინის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, ომის დაწყებიდან ერთი წლის თავის მოახლოებასთან ერთად, მოსკოვი სერიოზული იერიშის დემონსტრირებას შეეცდება. ამაზე საუბრობს თავდაცვის მინისტრიც, ალექსეი რეზნიკოვი, რომელიც ნატო-ს ქვეყნებს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გაცემისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, რუსეთმა ნახევარ მილიონამდე მებრძოლის მობილიზაცია შეძლო და აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებებზე, სავარაუდოდ, იერიშებს გააძლიერებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - 141-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა
ამერიკის ხმა
უკრაინულ ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო იერიშები გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 72-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 72-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster