რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
დონეცკის, ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალები ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებს. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი აქტიურად იყენებს ავიაციას სახმელეთო ჯგუფების მხარდასაჭერად. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან რუსეთის არმიის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსმა სამხედროებმა 2 სარაკეტო და 10 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, ასევე უკრაინის ჯარების პოზიციებზე სამჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან. სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ქალაქ კრამატორსკში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტზეც. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა „გრადის“ სისტემებთ დნეპროპეტროვსკის ოთხი დასახლება დაბომბეს. უკრაინის არმიის კონტრშეტევით ოპერაციის ფარგლებში კი, ხერსონის მახლობლად, უკრაინის არმიამ დროშა მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე აღმართა. უკრაინის არმიამ მოწინააღმდეგის ძალებზე შეტევა განახორციელა ზაპოროჟიეს და ლუგანსკის ოლქებში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster