ომი უკრაინაში - 141-ე დღე
გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონეცკის ოლქში დაბომბვების შედეგად სამი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა და ხუთი დაშავდა. მათ შორის ორი ჩასოვი იარში, ერთი კი მიკოლაევში დაიღუპა. ბახმუტში სარაკეტო თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქებების ხმა ისმის მიკოლაევში, ხარკოვში, სლავიანსკსა და კრამატორსკში. მიკოლაევის მერის ინფორმაციით, დაიბომბა სამოქალაქო ობიექტები. ზაპოროჟიეში კი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ქალაქს ორი ჭურვი დაეცა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, სლავიანსკისა და ბახმუტის მიმართულებით, უკრაინელმა სამხედროებმა შტურმი მოიგერიეს. ხარკოვის მიმართულებით მოწინააღმდეგემ საარტილერიო ცეცხლი გახსნა დასახლებული პუნქტების მისამართით. დღეს დონბასიდან ლვოვის მიმართულებით საევაკუაციო მატარებლის რეისი დაინიშნა, რომელიც პაკროვსკიდან გაემართება. ომის შესწავლის ამერიკულ ინსტიტუტში კი ვარაუდობენ, რომ რუსეთმა რეგიონებში მოხალისეთა ბატალიონების ფორმირება დაიწყო და მონაწილეობისთვის 6-თვიანი კონტრაქტის სანაცვლოდ, პირებს 3700-დან 6 ათას დოლარამდე ანაზღაურებას სთავაზობენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში
TV IMEDI
დაიწყება თუ არა ომი უკრაინაში - რას ფიქრობენ რუსები?
ამერიკის ხმა
უკრაინაში მებრძოლი ქართველი ღარიბაშვილს პასუხობს
ბათუმელები / Batumelebi
"ახალი პოლიტიკური ვითარება გამოყენებული უნდა იქნას არა მხოლო...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
TV IMEDI
ომი უკრაინაში
TV IMEDI