ყაზახეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში გასული კვირის არეულობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 225-მდე გაიზარდა. მათ შორის უსაფრთხოების ძალების 19 თანამშრომელია. ყაზახეთის გენერალური პროკურატურის კრიმინალური გამოძიების სამსახურის უფროსის განცხადებით, გარდაცვლილთა შორის არიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები ისე, მისი თქმით, „ბანდიტები“. ყაზახეთში საპროტესტო აქციები თხევადი გაზის გაძვირების გამო, 2 იანვარს დაიწყო. პრეზიდენტის მიერ მთავრობის გადაყენებისა და საწვავზე ფასის სახელმწიფო რეგულირების დაპირების მიუხედავად, საპროტესტო გამოსვლები არ შეწყდა. დემონსტრანტებმა ხელისუფლების მთლიანად შეცვლა, პარლამენტის დაშლა და საკონსტიტუციო რეფორმა მოითხოვეს. მომიტინგეებმა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ალმათიში სამთავრობო შენობები დაიკავეს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ტერორისტები მოქმედებდნენ და მომხდარს ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის აქტად და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.