ოპერის თეატრის წარმატება ალ ბუსტანის ფესტივალზე

03/04/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

4 მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია ბეირუთში (ლიბანი) ალ ბუსტანის 21-ე საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით.
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ორკესტრმა წარმატებით დაასრულა ბეირუთში (ლიბანი) ალ ბუსტანის 21-ე საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა. გასტროლის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ალ ბუსტანის საერთაშორისო ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი ჯანლუკა მარჩანო.
წელს ფესტივალი 18 თებერვალს თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრის კონცერტით გაიხსნა. შემდეგ ორკესტრი მსმენელთა წინაშე კიდევ ოთხჯერ წარსდგა საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამით. აჟღერდა ჯოაკინო როსინის, კარლ მარია ვებერის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ფელიქს მენდელსონის, პეტრე ჩაიკოვსკის, ანტონინ დვორჟაკის, რიხარდ შტრაუსის, ნინო როტას, რობერტო მოლინელის ნაწარმოებები. ამ კონცერტებზე ჩვენმა ორკესტრმა დამოუკიდებელი სიმფონიური თხზულებების შესრულების გარდა, პარტნიორობა გაუწია სოლისტებს - პირველ ორ კონცერტზე მსოფლიო აღიარების მქონე ბანდონეონისტს მარიო სტეფანო პიეტროდარკის, შემდეგ ფრანგ მევიოლინეს ალექსანდრა სუმს, სოპრანო ჯოჰანი ფონ ოოსტრუმს, მევიოლინე სერგეი კრილოვს.
ხუთივე კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარმა დირიჟორმა და ალ ბუსტანის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯანლუკა მარჩანომ იდირიჟორა.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან