ოპერის თეატრის წარმატება ალ ბუსტანის ფესტივალზე
4 მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია ბეირუთში (ლიბანი) ალ ბუსტანის 21-ე საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ორკესტრმა წარმატებით დაასრულა ბეირუთში (ლიბანი) ალ ბუსტანის 21-ე საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა. გასტროლის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ალ ბუსტანის საერთაშორისო ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი ჯანლუკა მარჩანო. წელს ფესტივალი 18 თებერვალს თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრის კონცერტით გაიხსნა. შემდეგ ორკესტრი მსმენელთა წინაშე კიდევ ოთხჯერ წარსდგა საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამით. აჟღერდა ჯოაკინო როსინის, კარლ მარია ვებერის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ფელიქს მენდელსონის, პეტრე ჩაიკოვსკის, ანტონინ დვორჟაკის, რიხარდ შტრაუსის, ნინო როტას, რობერტო მოლინელის ნაწარმოებები. ამ კონცერტებზე ჩვენმა ორკესტრმა დამოუკიდებელი სიმფონიური თხზულებების შესრულების გარდა, პარტნიორობა გაუწია სოლისტებს - პირველ ორ კონცერტზე მსოფლიო აღიარების მქონე ბანდონეონისტს მარიო სტეფანო პიეტროდარკის, შემდეგ ფრანგ მევიოლინეს ალექსანდრა სუმს, სოპრანო ჯოჰანი ფონ ოოსტრუმს, მევიოლინე სერგეი კრილოვს. ხუთივე კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარმა დირიჟორმა და ალ ბუსტანის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯანლუკა მარჩანომ იდირიჟორა. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ოპერის თეატრის წარმატება ალ ბუსტანის ფესტივალზე
culturegovge culturegovge
ოპერის თეატრის წარმატება ალ ბუსტანის ფესტივალზე
culturegovge culturegovge
#ახალიდღე „ტოსკას“ პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გედების ტბა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპერისა და ბალეტის თეატრის წარმატებული გასტროლი ყაზახეთში
culturegovge culturegovge
ოპერა „ვერთერი“-ს პრემიერა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Salome Leverishvili / სალომე ლევერაშვილი
Movement
Maia Tomadze (Soprano) - Arias From Operas [1989] (Vinyl Rip...
Lasha Gabunia