მარიუპოლის დაცვა გრძელდება
მარიუპოლში უკრაინელი სამხედროები ქალაქის დაცვას განაგრძობენ. ისინი არ ემორჩილებიან რუსი ოკუპანტების ულტიმატუმს და იარაღის დაყრასა და ჩაბარებას არ აპირებენ. ულტიმატუმის ვადა ადგილობრივი დროით 13 საათზე ამოიწურა. რუსულმა მხარემ ჩაბარებისთვის დერეფნის უზრუნველყოფის შესახებაც განაცხადა. მარიუპოლში ისევ რთული ვითარებაა. ქალაქის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, პეტრ ანდრიუშენკო აცხადებს, რომ ოკუპანტების მცდელობები, რომ საომარი მოქმედებების ადგილი მხოლოდ „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნით შემოიფარგლება, რეალობას არ შეესაბამება. ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების დროს, ოკუპანტებმა კვლავ მძიმე არტილერია გამოიყენეს საცხოვრებელი სახლების მიმართულებით და მარიუპოლი სამოქალაქო პირებისთვის ისევ სახიფათოა. მისივე თქმით, უკრაინის სხვა ტერიტორიებიდან მარიუპოლის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარება ბლოკირებულია და „ჰუმანიტარული დახმარების გაცემა“ მხოლოდ რუსული სახელისუფლებო პარტია „ეძინაია რასიას“ შტაბ-ბინაში ხორციელდება. ანდრიუშენკოს განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის მოსახლეობას ქალაქში გადაადგილებისთვის და ქუჩაში ყოფნისთვის საშვის გაფორმების ვალდებულებაც დააკისრეს, რომელიც სავარაუდოდ, კეთდება არა მხოლოდ ე.წ. ფილტრაციის ღონისძიებისთვის, არამედ ქალაქში დარჩენის მსურველი მოსახლეობის პასპორტიზაციის მოსამზადებლად. მარიუპოლის საკითხს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის განცხადებით, უკრაინული ძალების დასახმარებლად მარიუპოლში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ ქალაქში მყოფი უკრაინელი მებრძოლები უკვე გმირები არიან და მათ „გარკვეული ნაბიჯების გადადგმას არავინ აუკრძალავს“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 84-ე დღე უკრაინაში - მარიუპოლის მერის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 32-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის მე-60 დღე - ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის სიმფონია: უკრაინის საზღვაო ქვეითები პოზიციებს იცავენ აზ...
რადიო თავისუფლება