„შენების მოძრაობის“ კანდიდატის მხარდამჭერებმა მოქალაქეებთან შეხვედრა გამართეს
10/24/2018
Radio Atinati-ის
მიერ
“გაერთიანებული ოპოზიციის“ მხარდამჭერების შემდეგ მოქალაქეების შეკითხვებს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის მომხრეებმა უპასუხეს. ამასთან, მათ რამდენიმე მიზეზი ჩამოთვალეს რის გამოც დავით უსუფაშვილს უჭერენ მხარს და აღნიშნეს, რომ დღეს შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან ქვეყანას მხოლოდ მათი პარტიის კანდიდატი გამოიყვანს. ამაში კი, მაია ღურწკაიას მოსაზრებით, უსუფაშვილს განათლება, პოლიტიკური გამოცდილება, ხედვები და პროგრამები დაეხმარება.
„უსუფაშვილი ერთადერთი კანდიდატია, რომელიც ამბობს, რომ ქვეყნის მოწყობა უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციით“, - თქვა მაია ღურწკაიამ.
კანდიდატის მხარდამჭერებს შეკითხვა მოქალაქე თეა ქარდავამ დაუსვა. ის დაინტერესდა როგორ შეძლებს მათი პრეზიდენტობის კანდიდატი არათანაბარ პირობებში გამარჯვებას. ქარდავამ ასევე აღნიშნა, რომ „შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის მთავრობაში ყოფნის დროს არ ახსოვს, რაიმე მნიშვნელოვანი განცხადება, რაც იმდროინდელ უმრავლესობასთან წინააღმდეგობაში იყო. ამ კითხვაზე მას უპასუხეს, რომ როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ფსკერისკენ მიჰყავდა ქვეყანა ისინი წინაღმდეგ წავიდნენ და მსგავსი სიტუაცია მეორდება დღესაც.
რაც შეეხება თანაბარ საარჩევნო პირობებს, მაი ღურწკაია ამბობს, რომ მიუხედავად ამ მხრივ არასასურველი მდგომარეობისა, ისინი მაინც ეცდებიან მეორე ტურში გასვლას.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...