დავით უსუფაშვილმა ცესკო-ში მხარდამჭერთა სიები წარადგინა

14.09.2018 01:07

საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ცესკო-ში მხარდამჭერთა სიები წარადგინა. უსუფაშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციაში 32 ათასზე მეტი ხელმოწერა მიიტანა. ხელმოწერებს შორისა არიან პარტია "თავისუფალი დემოკრატების" მხარდამჭერებიც, სწორედ ამ პარტიის სახელით დარეგისტრირდა "შენების მოძრაობის" ლიდერი ცესკო-ში.

უსუფაშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტი საჭირო ინსტიტუტია და ის გამარჯვების შემთხვევაში, ყველა მოქალაქის პრეზიდენტი იქნება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub