ეროს რამაზოტის კონცერტი თბილისში „Check in Georgia“

04/24/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

23 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ცნობილმა მომღერალმა ეროს რამაზოტიმ თბილისში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი და კულტურის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე ეკა კუპრეიშვილი.
ეროს რამაზოტი: „ეს კონცერტი მინდა მივუძღვნა დიდი მაესტროს - პრინცის ხსოვნას. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მუსიკის სფეროს განვითარებაში და ძალიან გული დამწყდა, რომ ასე ადრე გარდაიცვალა. ჩემთვის დიდი პატივია, პროექტ „Check in Georgia“ -ს გახსნა, რომელშიც ძალიან ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. ვხედავ, რომ ქვეყანას განვითარების და ცნობადობის ამაღლების სურვილი აქვს. იმედი მაქვს, დადებით წვლილს შევიტან ქვეყნის პოპულარიზაციის პროცესში. ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები მაყურებლისთვის. მართალია, იტალიურად ვმღერი და შეიძლება ბევრისთვის არ იყოს გასაგები ეს ენა, მაგრამ იმედი მაქვს, მაყურებლების გულებამდე მივაღწევ”.




http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან