უშგულის მოსახლეობის პრეტენზიებს სპეციალისტები გაეცნენ
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით, უშგულის მოსახლეობის პრეტენზიებს სპეციალისტები გაეცნენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე და არქიტექტორ-რესტავრატორები სვანეთში იმყოფებოდნენ. მათ ჩაჟაშში უკვე რეაბილიტირებული კოშკები და მაჩუბები დაათვალიერეს. ასევე, სოფელ მურყმელშიც ჩავიდნენ, სადაც რამდენიმე კვირის წინ ერთი კოშკი ჩამოინგრა. ადგილობრივები ამბობენ, რომ რეაბილიტაცია უხარისხოდ ტარდება და თანხები არამიზნობრივად იხარჯება. მათი თქმით, აღდგენილ კოშკებში ისევ წყალი ჩადის. მოსახლეობის პრეტენზიებს მხარის გუბერნატორიც იზიარებს. სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ სპეციალისტები ერთობლივ დასკვნას მოამზადებენ და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოასწორებენ. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელმაც სხვა პრობლემებზეც უნდა იმუშაოს, როგორიცაა ზვავმრიდების მოწყობა და უშგულის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საპროტესტო აქცია უშგულში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უშგულის თემის მოსახლეობის მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 21 საათზე, 20 აგვისტო, 2019 #LIVE
სტიქიის გამო სვანეთში მოსახლეობის ევაკუაცია ჩატარდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლს...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
უხვი ნალექი და შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მესტიის მუნიციპალიტეტში...
MULTIMEDIA GE
მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო