მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა - გამოსვლა იზღუდება

10.08.2020 00:51

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან. რაც გულისხმობს, მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი - მოქალაქეები ვალდებული იქნებიან, გაიარონ კარანტინი. დამატებითი რეგულაციები - საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა, დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ. სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში მოახდენენ პატრულირებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფმა ყველა პირმა უნდა დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები. მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9 MULTIMEDIA.GE - მულტიმედია

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში
00:51

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური  ვითარება  მესტიაში
01:18

კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება მესტიაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიცია მესტიის მუნიციპალიტეტში დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლს განაგრძობს
00:54

პოლიცია მესტიის მუნიციპალიტეტში დაწესებულ საკარანტინო შეზღუდ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლს განაგრძობს
01:11

შსს მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლს...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

კორონავირუსის ახალი შემთხვევები ბოლნისში - უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა
03:08

კორონავირუსის ახალი შემთხვევები ბოლნისში - უსაფრთხოების ზომე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სოფელი ღვანკითი საკარანტინო ზონად გამოცხადდა
01:18

სოფელი ღვანკითი საკარანტინო ზონად გამოცხადდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგოა მოწყობილი
00:58

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში 12 საკონტროლო გამშვ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თეთრიწყაროში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა
04:27

თეთრიწყაროში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო