მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში

10.08.2020 00:51

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან. რაც გულისხმობს, მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელი იქნება, მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი მოქალაქეები ვალდებული იქნებიან გაიარონ კარანტინი. დამატებითი რეგულაციები საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა, დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში მოახდენენ პატრულირებას. სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფმა ყველა პირმა უნდა დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მესტიის მუნიციპალიტეტში  შესვლა - გამოსვლა  იზღუდება
00:51

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მესტიის მუნიციპალიტეტში...

MULTIMEDIA GE

კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური  ვითარება  მესტიაში
01:18

კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება მესტიაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის ახალი შემთხვევები ბოლნისში - უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა
03:08

კორონავირუსის ახალი შემთხვევები ბოლნისში - უსაფრთხოების ზომე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სოფელი ღვანკითი საკარანტინო ზონად გამოცხადდა
01:18

სოფელი ღვანკითი საკარანტინო ზონად გამოცხადდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგოა მოწყობილი
00:58

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში 12 საკონტროლო გამშვ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თეთრიწყაროში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა
04:27

თეთრიწყაროში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება მკაცრი კარანტინის ზონებში - ბოლნისი
03:54

ვითარება მკაცრი კარანტინის ზონებში - ბოლნისი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება ლენტეხში
08:14

ვითარება ლენტეხში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო