უშგულის თემის მოსახლეობის მოთხოვნა
უშგულის თემის მოსახლეობა ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენას ითხოვს. საუკუნეების წინ აშენებული კოშკების ნაწილი დანგრევის პირასაა მოსული. თემში შემავალი ოთხი სოფლიდან, ყველაზე რთული მდგომარეობა მურყმელშია, სადაც 9-ვე კოშკი სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობა კვირის ბოლოს უშგულში ჩასვლას და ვითარების ადგილზე გაცნობას გეგმავს. თუმცა კოშკების მდგომარეობა თემის ერთადერთი პრობლემა არ არის. ადგილობრივები ზვავსამაგრი ინფრასტრუქტურის მოწყობასაც ითხოვენ. ხელისუფლებას სოციალური საკითხების მოგვარებისკენ მოუწოდებენ სოფელ ჩაჟაშშიც, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კუთხით უკეთესი ვითარებაა. ადგილზე კოშების სარესტავრაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საპროტესტო აქცია უშგულში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უშგულის თემის სოფელ მურყ მელში ჩარქსელიანების საგვარეულო კოშ...
TV IMEDI
სოფელ მურყმელში კოშკი ჩამოინგრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკოლოზ ანთიძე უშგულში შექმნილ პრობლემებზე
Mtisambebi / მთის ამბები
ინფრასტრუქტურული პროექტები სოფელ ველისციხეში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფელ მულახში აქცია მიმდინარეობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უშგულის თემი
Irakli Kakoishvili
ცანა - საზღვრისპირა სოფელი შეუსრულებელი დაპირებებით
Mtisambebi / მთის ამბები