ღამეული ამბები, ანუ ის, რაზე ფიქრიც შეიძლება, ინსომნიის მიზეზი გახდეს. ამბავი უძინართა, - ასე ჰქვია სალომე ბენიძის მეორე პოტურ კრებულს, რომლის პრეზენტაციაც კინოთეატრ ამირანის მცირე დარბაზში შედგა.
ნაწარმოებში ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე დაწერილი ლექსებია შესული. მათი უმეტესობა მელანქორიულია. წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა\" გამოსცა, რედაქტორი, „მოხსენებითი ბარათის\" მსგავსად, ამჯერადაც დიანა ანფიმიადია.
ავტორმა პრეზენტაციაზე კრებულში შესული ლექსები წაიკითხა და მსურველებს წიგნებზე სამახსოვრო წარწერებიც დაუტოვა. წიგნის პრეზენტაციას სალომეს შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ. მათი უმეტესობა, პირველი წარმატებული კრებულის შემდეგ, ახალ წიგნს მოთმინებით ელოდა.
სალომე ბენიძის პირველი პოეტური კრებული, „მოხსენებითი ბარათი\" 2011 წელს გამოიცა. კრებული ლიტერატურულ პრემია „საბას\" 2012 წლის ლაურეატი, ნომინაცია „წლის საუკეთესო დებიუტში\" გახდა. სალომე მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწევა. უახლოეს მომავალში, ირანელი ნობელიანტის, შირინ ებადის წიგნი, „ოქროს გალია\" გამოვა, რომელიც სალომე ბენიძის მიერაა ნათარგმნი.
@vasasi | http://fb.com/vasasisblog
http://www.vasassi.com/