„ენდიაის“ კვლევა - პოლიტიკური შეფასებები


მხარდაჭერა ციფრებში: ხუთთვიანი პაუზის შემდეგ „ენდიაი“ პოლიტიკოსების, პარტიების და ინსტიტუციების რეიტინგებს აქვეყნებს. პოლიტიკურ პარტიებს შორის მხარდაჭერის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამჯერადაც მმართველ პარტიას აქვს, რომელსაც არჩევნების ხვალ ჩატარების შემთხვევაში გამოკითხულთა 20%-ი მისცემდა ხმას. კვლევის მიხედვით, გაზრდილია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც ჯერ არ იციან, ვის დაუჭერენ მხარს.

ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების რეიტინგში, წინა გამოკითხვის მსგავსად, ისევ თბილისის მერი ლიდერობს. წინა კვლევასთან შედარებით, გაზრდილია იმ რესპონდენტების რიცხვი, რომლებიც პრეზიდენტის საქმიანობას ნეგატიურად აფასებენ.

გამოკითხვა ივლისში ჩატარდა, ამიტომ კითხვარში 20-21 ივნისის მოვლენებიც მოხვდა. გამოკითხულთა დიდი ნაწილის აზრით, პარლამენტის წინ პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ძალას გადაამეტა.

მიღებული პასუხების ცდომილების ზღვარი 1.7 %-ია, გამოიკითხა 2 131 ადამიანი. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან