საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე მოსახლეობის აზრი კიდევ ერთი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებში აისახა. „ენდიაის“ შემდეგ საზოგადოებრივი განწყობის კვლევას ამჯერად ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი აქვეყნებს. გამოკითხულთა უმრავლესობა ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირებას არ ეთანხმება. თებერვალში ჩატარებულმა კვლევამ და 1 500 ადამიანის გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ რესპონდენტთა 53%-სთვის 31 ოქტომბრის არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა. ამავე კვლევაში „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს თითქმის ორჯერ აღემატება მმართველი პარტიის მხარდაჭერის მაჩვენებელი. დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს კი სამი, ორი და ერთპროცენტიანი მაჩვენებლები აქვთ. ჩამონათვალს ერთპროცენტიანი მხარდაჭერით „ლელო“ ასრულებს. ცალკეა მოცემული პოლიტიკური და პერსონალური რეიტინგებიც.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.