პოლიტიკური ვნებათაღელვა არ ცხრება „აიარაის“ მიერ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებული პირველი კვლევის გარშემო.
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ თებერვალში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი არჩევნების შედეგებით ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჩვენებელს ორჯერ აჭარბებს, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა კი 31 ოქტომბრის მაჩვენებლებთან შედარებით კიდევ უფრო შემცირებულია. რეზონანსული აღმოჩნდა კვლევის ის ნაწილიც, რომელიც პერსონალურ რეიტინგებს მოიცავს. პოლიტიკოსებს შორის „ქართული ოცნების“ სიის ყოფილი პირველი ნომერი და თებერვლის ბოლოს გადამდგარი ყოფილი პრემიერი ლიდერობს, რომელსაც თბილისის მერი, კახა კალაძე მოსდევს. ამავე გამოკითხვით, რესპონდენტთა უმრავლესობას ოპოზიციის მიერ არჩეული სტრატეგია, ანუ პარლამენტის ბოიკოტირება არ მოსწონს.
ვინ რა გაიგო მოსახლეობის განწყობიდან - რეაქციები არაერთგვაროვანია. ცალკეული პარტიებისთვის კვლევის შედეგები დამაფიქრებელია, კეთდება რადიკალური და მწვავე შეფასებებიც.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.