„ენდიაის“ წინასაარჩევნო გარემოს შეფასების შუალედური ანგარიში
„ენდიაი“ წინასაარჩევნო პერიოდის შეფასების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. კვლევა 28 ივლისიდან ოთხი აგვისტოს პერიოდში ჩატარდა და მოიცავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაცია, საარჩევნო გარემო, მედიის როლი და დეზინფორმაცია, გენდერი და ინკლუზიურობა და კორონავირუსის ზეგავლენა. „ენდიაის“ დელეგაცია მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და დიმპლომატიური მისიების წარმომადგენლებს ესაუბრა. ანგარიში ასევე ითვალისწინებს ინსტიტუტის მიერ საქართველოში საქმიანობის 25 წლის მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას. ანგარიშის მიხედვით, დამოუკიდებლობის თითქმის 30 წლის განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ მას სანდო არჩევნების ჩატარების ტექნიკური შესაძლებლობები გააჩნია. ასევე, ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად და გზა გაუხსნა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას. აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს მაღალი მოლოდინი აქვთ, რომ წლევანდელი არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. თუმცა, არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს პოლარიზაციას და საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას აკნინებს. „ენდიაის“ პრეზიდენტი მიმართვასაც ავრცელებს, სადაც დერეკ მიტჩელი კვლევის შესახებ საუბრობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ენდიაის“ წინასაარჩევნო გარემოს შეფასების შუალედური ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NDI-ის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NDI წინასაარჩევნო გარემოს აფასებს
TV IMEDI
გიორგი ვაშაძე NDI-ს კვლევას აკრიტიკებს
TV IMEDI
NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ენდიაის“ კვლევა და გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ენდიაის კვლევის შედეგების პრეზენტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ენდიაის“ კვლევის შედეგები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster