NDI-ის განცხადება
„ენდიაი“ ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას არ გამოგზავნის, თუმცა პროცესს დისტანციურად დააკვირდება. გადაწყვეტილების მიზეზი პანდემიაა. ორგანიზაციის ანალიტიკოსები, საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით, დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ და „ენდიაის“ წინასაარჩევნო ანგარიშში ასახული მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დააკვირდებიან. „წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დეტალურ ანგარიშზე დაყრდნობით, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი გეგმავს, ყურადღებით შეისწავლოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინმსწრები და თანმდევი პროცესები. „ენ დი აის“ საარჩევნო ანგარიშში მთლიანი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა იქნება ასახული (კამპანიის პერიოდისა და არჩევნების დღის ჩათვლით) და საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მედიის, დამკვირვებელთა ჯგუფებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეფუძნება. საბოლოო ანგარიშში ასევე ასახული იქნება „ენდიაის“ გრძელვადიან ანალიტიკოსთა შეფასებები და ის მონაცემები, რომლებსაც „ენდიაი“ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან მოიპოვებს. „ენდიაი“ მჭიდროდ ითანამშრომლებს საერთაშორისო პარტნიორებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და ადგილობრივ დამკვირვებლებთან“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის განცხადება
Formula News
NDI-სა და IRI-ის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 17:00 საათზე - 21 აპრილი, 2022 წელი
TV IMEDI
1
NDI-ის მორიგი კვლევის პოლიტიკური ნაწილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 61% თავს დასაქმებულად...
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
NDI- ის კვლევის შედეგების შეჯამება
TV IMEDI