ზუგდიდში სკვერის ბიბლიოთეკა “ოდა სამკითხველო“ გაიხსნა

04/14/2019
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის ბულვარში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ სკვერის ბიბლიოთეკა სიმბოლურად, დედა ენის დღეს გახსნა. ცენტრალურ ბულვარში მოწყობილ „ბიბლიოთეკას“ მეგრული ოდის ფორმა აქვს. აქ სხვადასხვა ჟანრისა და ყველა ასაკის მკითხველისთვის საინტერესო წიგნებია მოთავსებული.

„დედა ენის დღესთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან დიდი ხანია დაგეგმილი გვაქვს და ზუგდიდში გავხსენით ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი „სკვერის ბიბლიოთეკა“ „ოდა სამკითხველო“ , რომელიც, დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან აქტიური და ყველა ზუგდიდელისთვის ერთ-ერთი საყვარელი სივრცე. მით უმეტე,ს მოდის ზაფხული, მზიანი დღეები, სკვერია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ ხშირად ესტუმროს ამ კუთხეს“, - აღნიშნა კეკელიძემ.

„ოდა ბიბლიოთეკით“ სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მათ წიგნები წაკითხვის შემდეგ ადგილზე უნდა დააბრუნონ და ასევე, შეუძლიათ თავადაც შემატონ ამ სივრცეს წიგნები.


„წავიკითხავ და მოვიტან კიდეც წიგნებს, რომ ეს ბიბლიოთეკა აივსოს და სხვა ბავშვებმაც ჩვენი წიგნები წაიკითხონ, რადგან ამით უფრო მეტ ცოდნას შეიძენენ“, - გვითხრა 9 წლის საბა ტაბიძემ.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან