აქცია ტუბერკულიოზის წინააღმდეგ


თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრმა პროექტ -„ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება\" - ფარგლებში, ტუბერკულოზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქცია გამართა. ქალაქში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცენტრის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ხასიათის ფლაერები დაარიგეს. ღონისძიება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. აქციის მიზანს საზოგადოების ინფორმირება და დაავადების პრევენცია წარმოადგენდა.

ვებ--გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/14oCYqp

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან