პროექტი "ცოდნის მხიარული სამყაროს" შესახებ

03/12/2024
Codna Ge-ის მიერ

პროექტის ვებ–გვერდი: https://codna.ge/
ანბანის ყველა ვიდეო: https://codna.ge/ka/389/
თამაშები: https://codna.ge/ka/417/
გუნდის წევრები: https://codna.ge/ka/388/
Facebook გვერდი:   / codna.ge  

ძვირფასო მეგობრებო, თქვენს წინაშე წარმოდგენილი პროექტი თითქმის 2 წლიანი ძალიან დიდი შრომის შედეგია, რომლის დასრულებაც მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც გადაცემების შესაქმნელად საჭირო ბევრი ფუნქცია მე საკუთარ თავზე ავიღე. ამან პროექტის საერთო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შეამცირა და რამდენიმე არაჩვეულებრივ ადამიანთან ერთად (იხილეთ გუნდი: https://codna.ge/ka/388/Cveni-gundi) პროექტი უკვე საკუთარი ხარჯებით გავაკეთე. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომლის გამოც „ცოდნის მხიარული სამყაროს“ https://codna.ge/ შექმნის იდეაც დამებადა, ამ პროექტის შექმნაში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღო, მე ვგულისხმობ ჩემს შვილს ირაკლის, საიტზე წარმოდგენილი ონლაინ–თამაშები: „სიტყვების ლაბირინთი“ https://codna.ge/ka/391/ და „გააფერადე“ https://codna.ge/ka/395/ სწორედ მან გააკეთა. ალბათ, 9 წლის ბავშვისგან ეს არც თუ ისეთი ცუდი განაცხადია.

იმედი მაქვს, რომ „ცოდნის მხიარული სამყაროს“ დახმარებით თქვენი ბავშვებისთვის ქართული ენა გაცილებით უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება. ყოველ ასო–ბგერაზე ხომ სიმღერა დაიწერა და ანიმაცია გაკეთდა! ამავე დროს, გადაცემის წამყვანების დამსახურებით თქვენი პატარები იმ ქართული სიყვარულის მუხტს მიიღებენ, რომელიც დღეს საკმაოდ დიდ დეფიციტს წარმოადგენს.

დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში ახლა, როგორც არასდროს, ჩვენი ქვეყნისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება და სიყვარული გვჭირდება, რათა მსოფლიოს უზარმაზარ წიაღში ჩვენი მცირერიცხოვანი ერი არ გაუჩინარდეს.
ჩემი საბოლოო მიზანია, რომ ამ პროექტის დახმარებით ჩვენი პატარების სულიერი და ინტელქტუალურ განვითარება კიდევ უფრო ამაღლდეს. სამშობლოს სიყვარულის გარდა, ბავშვებმა, მინდა, გააცნობიერონ, რომ ცოდნა მათი ხვალინდელი წარმატებული ცხოვრების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.

პროექტის ავტორი: ვახტანგ ჯინჯიხაძე