მთავარი სიმღერა (მესამე ვიდეო)
მთავარი სიმღერა (მესამე ვიდეო) ძვირფასო მეგობრებო, როგორც იცით ამ სიტუაციის გამო მე და ჩემმა გუნდმა პროექტი „ცოდნის მხიარული სამყაროს“ http://codna.ge/ ახალ გადაცემაზე მუშაობა დროებით შევაჩერეთ, მაგრამ სახლის პირობებში ჩემს ბიჭთან ერთად ახალ გადაცემებზე დავიწყე მუშაობა. „ვისწავლოთ სიმღერით“- ეს ერთგვარი მინი პროექტია, რომელიც თქვენს პატარებს რიცხვებს, ფერებს და ბევრ სხვა საინტერესოს შეასწავლის. ეს ყველაფერი კი სახალისო სიმღერებით მოხდება. თქვენ თავად შეგეძლებათ, პატარებს ვიდოსთან არსებული სიმღერის ტექსტის ათვისებაში დაეხმაროთ, რის შემდეგაც ვიდეო თავიდან ჩართეთ და ჩვენთან ერთად იმღერეთ. დამერწმუნეთ, ბავშვები ძალიან გაერთობიან და მათთვის საჭირო ცოდნასაც მიიღებენ! სხვა ვიდეოების სანახავად იხილეთ ჩვენი პროექტის ვებ-გვერდი: http://codna.ge/ka/408/ ვისწავლოთ სიმღერით გამარჯობა, ბავშვებო, ყველას ჩვენი სალამი, სიმღერით რომ ისწავლოთ, ძნელი სულაც არ არი, მთავარია მოგვისმინეთ და ვიმღეროთ ერთად,. აქ ძალიან მაგარია, მოდით დარჩით ჩვენთან. შინაური ცხოველები კატა, ძაღლი, ვირი. ღამე მთვარე გვესალმება, მზე ამოვა დილით. ორჯერ ორი არის ოთხი, სამჯერ ოთხი თორმეტი. გაერთობით და ისწავლით არ გაუშვათ მომენტი. ვისწავლოთ სიმღერით! ვისწავლოთ სიმღერით! ბევრნაირი ფორმა არის სამკუთხედი კვადრატი. ხის მასალას იყენებენ, რომ მიიღონ ქაღალდი. მანქანამ რომ იმოძრაოს, დაჭირდება საწვავი. ოცდა ცამეტ ასოს იტევს მშობლიური ანბანი. ვისწავლოთ სიმღერით! ვისწავლოთ სიმღერით! ბოლოს რაღაც უნდა გითხრათ, ჩემო მეგობრებო, თქვენთანა ვართ ყოველთვის ირაკლი და ბეგო. ვისწავლოთ სიმღერით! ვისწავლოთ სიმღერით!
მსგავსი ვიდეოები
არქივი: ანსამბლი "თუშეთი" (1987 წელი) / Ensemble "Tusheti" G...
ჩვენი ქართული სიმღერები / Our Georgian Songs
„ბზიკების“ სტუდიის ბავშვების სიმღერა დედაქალაქის მთავარი ნაძ...
TV IMEDI
საახალწლო სიმღერა | ახალი შაბათის შოუ
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
❤️ ნინის სიმღერა აქციის მონაწილეებს | აქონდროპლაზიის მქონე მ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ვანოს შოუ - "ერისმამისიონი" ახალი სიმღერა
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ხალხით გადავსებული დარბაზი და სიმღერა ომში მყოფი ხალხისთვის...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ვანოს შოუ | 25.03.2022
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ვინაა ქეთი გომართელის ცხოვრებაში მთავარი ადამიანი და რატომ ჩ...
Music Box