ვისწავლოთ სიმღერით გაზაფხული (მეხუთე ვიდეო)
ძვირფასო მეგობრებო, როგორც იცით ამ სიტუაციის გამო მე და ჩემმა გუნდმა პროექტი „ცოდნის მხიარული სამყაროს“ http://codna.ge/ ახალ გადაცემაზე მუშაობა დროებით შევაჩერეთ, მაგრამ სახლის პირობებში ჩემს ბიჭთან ერთად ახალ გადაცემებზე დავიწყე მუშაობა. „ვისწავლოთ სიმღერით“- ეს ერთგვარი მინი პროექტია, რომელიც თქვენს პატარებს რიცხვებს, ფერებს და ბევრ სხვა საინტერესოს შეასწავლის. ეს ყველაფერი კი სახალისო სიმღერებით მოხდება. თქვენ თავად შეგეძლებათ, პატარებს ვიდოსთან არსებული სიმღერის ტექსტის ათვისებაში დაეხმაროთ, რის შემდეგაც ვიდეო თავიდან ჩართეთ და ჩვენთან ერთად იმღერეთ. დამერწმუნეთ, ბავშვები ძალიან გაერთობიან და მათთვის საჭირო ცოდნასაც მიიღებენ! სხვა ვიდეოების სანახავად იხილეთ ჩვენი პროექტის ვებ-გვერდი: http://codna.ge/ka/408/ პროექტის ავტორი ვახტანგ ჯინჯიხაძე გაზაფხული გაზაფხული როცა მოდის, ხარობს მთელი სამყარო- თბება მიწა, დნება თოვლი მწვანე ფერი ნავარდობს. ჩიტების სტვენა, ხალისი, ბუნებას აღვიძებს. მარტი, აპრილი, მაისი- გაზაფხულის სამი თვე.
მსგავსი ვიდეოები
წელიწადის 4 დრო და თვეები (მეოთხე ვიდეო)
Codna Ge
ვისწავლოთ სიმღერით შემოდგომა (მეშვიდე ვიდეო)
Codna Ge
"ვისწავლოთ სიმღერით" - რიცხვები
ვისწავლოთ ფერები (მეორე ვიდეო)
მთავარი სიმღერა (მესამე ვიდეო)
Codna Ge
ვსწავლობთ ანბანს, მხიარული ანბანი სიმღერით, საბავშვო სიმღერა...
Dani TV
ვისწავლოთ ანბანი ინგლისურად ABC song
ამა ჯიტა
ვისწავლოთ ინგლისური ანბანი - ABC SONG
ამა ჯიტა