წელიწადის 4 დრო და თვეები (მეოთხე ვიდეო)
ძვირფასო მეგობრებო, როგორც იცით ამ სიტუაციის გამო მე და ჩემმა გუნდმა პროექტი „ცოდნის მხიარული სამყაროს“ http://codna.ge/ ახალ გადაცემაზე მუშაობა დროებით შევაჩერეთ, მაგრამ სახლის პირობებში ჩემს ბიჭთან ერთად ახალ გადაცემებზე დავიწყე მუშაობა. „ვისწავლოთ სიმღერით“- ეს ერთგვარი მინი პროექტია, რომელიც თქვენს პატარებს რიცხვებს, ფერებს და ბევრ სხვა საინტერესოს შეასწავლის. ეს ყველაფერი კი სახალისო სიმღერებით მოხდება. თქვენ თავად შეგეძლებათ, პატარებს ვიდოსთან არსებული სიმღერის ტექსტის ათვისებაში დაეხმაროთ, რის შემდეგაც ვიდეო თავიდან ჩართეთ და ჩვენთან ერთად იმღერეთ. დამერწმუნეთ, ბავშვები ძალიან გაერთობიან და მათთვის საჭირო ცოდნასაც მიიღებენ! სხვა ვიდეოების სანახავად იხილეთ ჩვენი პროექტის ვებ-გვერდი: http://codna.ge/ka/408/ პროექტის ავტორი ვახტანგ ჯინჯიხაძე წელიწადის 4 დრო და თვეები წელიწადის ოთხი დრო გვაქვს, თავის დროზე ყველა მოვა: ზამთარი და გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა. ბუნება ლამაზად იცვლება ნელა, ზამთარში ცივა, ზაფხულში ცხელა. გაზაფხულს ახლავს ჩიტების სტვენა, შემოდგომაზე-ფოთლების ცვენა. ახლა დაგისვამ კითხვას ცოტა რთულს- აბა, მითხარი, რამდენი თვე არის სულ? კარგი რა, ბეგო, კითხვა არ არის ძნელი! თორმეტ თვეს იტევს ყოველი წელი. ძალიან კარგად პასუხი გაეცი კითხვას, ახლა კიდევ რაღაც მინდა რომ მითხრა- რამდენი თვე გრძელდება თითო დრო, ამაზეც გამეცი პასუხი, ძალიან გთხოვ. ამაზეც მარტივად პასუხს გაგცემ მე- თითო დროსა აქვს სულ სამი თვე. გმადლობთ, ირაკლი, მაშინ გვეყოფა უკვე, ეს ყველაფერი ბავშვებმა გაიგეს უკეთ.
მსგავსი ვიდეოები
👋ფერები და წელისწადის დროები იტალიურად!!🥰 |ეპიზოდი 14 | Co...
Language Club ენების კლუბი
ტესტების დრო იტალიურში !! 💚🤍❤️ ახალი ეპიზოდი |Quize time...
Language Club ენების კლუბი
ზმნა წასვლა Andare 😍 ვისწავლოთ იტალიური😍
20 ახალი სიტყვა რომელიც გამოგადგებათ მოხუცთან მუშაობისას/ეპი...
Language Club
🥰სასაუბრო ფრაზები იტალიურად!!| ვისწავლოთ იტალიური🥰
Language Club
სასაუბრო ფრაზები იტალიურად/ეპიზოდი 53😍😍😍
Language Club
ახალი სასაუბრო ფრაზები იტალიურად|ეპიზოდი 82💚🤍❤️
Language Club
სასაუბრო ფრაზები იტალიურად😍 |ეპიზოდი 84😍
Language Club