ვისწავლოთ ფერები (მეორე ვიდეო)

04/12/2020

ძვირფასო მეგობრებო, როგორც იცით ამ სიტუაციის გამო მე და ჩემმა გუნდმა პროექტი „ცოდნის მხიარული სამყაროს“ http://codna.ge/ ახალ გადაცემაზე მუშაობა დროებით შევაჩერეთ, მაგრამ

სახლის პირობებში ჩემს ბიჭთან ერთად ახალ გადაცემებზე დავიწყე მუშაობა. „ვისწავლოთ სიმღერით“- ეს ერთგვარი მინი პროექტია, რომელიც თქვენს პატარებს რიცხვებს, ფერებს და ბევრ სხვა საინტერესოს შეასწავლის.

ეს ყველაფერი კი სახალისო სიმღერებით მოხდება. თქვენ თავად შეგეძლებათ, პატარებს ვიდოსთან არსებული სიმღერის ტექსტის ათვისებაში დაეხმაროთ, რის შემდეგაც ვიდეო თავიდან ჩართეთ და ჩვენთან ერთად იმღერეთ.

დამერწმუნეთ, ბავშვები ძალიან გაერთობიან და მათთვის საჭირო ცოდნასაც მიიღებენ! მეორე ვიდეო ფერებს დავუთმეთ! პირველი ვიდეოს სანახავად იხილეთ ბმული:    • \"ვისწავლოთ სიმღერით\"  -  რიცხვები  
პროექტის ავტორი - ვახტანგ ჯინჯიხაძე.

ვისწავლოთ ფერები

ჩვენი სამყარო გავიცნოთ უკეთ,
ფერების სწავლის დრო დადგა უკვე.

შავი, თეთრი, ვარდისფერი,
მწვანე ფერი და ცისფერი,
ყვითელი და იის ფერი,
ყავისფერი, ნაცრისფერი.

წითელი და ლურჯი ფერი,
არ გამოგვრჩეს ოქროსფერი,
გავიხსენებ კიდევ სხვა ფერს,
მაგალითად ნარინჯისფერს.

შავი კატა, თეთრი მტრედი,
შოკოლადი ყავისფერი,
ძროხა შეჭამს მწვანე ბალახს
და ვარდისფერ სიზმრებს ნახავს.

ფორთოხლის ხომ იცით ფერი,
სწორია-ნარინჯისფერი;
ეს ყვავილი იის ფერი,
მანქანის გზა ნაცრისფერი.

თუ წითელი არის ვაშლი,
მოსაკრეფი არის მაშინ;
ოქროსფერი ცურავს თევზი,
ცისფერი ცა არის ზევით.

ყვითელი მზე დილით ისევ,
შუქით ყველას გააღვიძებს;
ლურჯ ავტობუსს ველოდებით
მე და ჩემი მეგობრები.

როგორც ხედავთ, მარტივია,
არ ყოფილა თურმე ძნელი;
თუ ფერები აირია,
გაარჩიოთ უნდა წესით!