Dillu Sardegna Italy Sardinian folk music polyphonic singing


Sardegna Myth in the Mediterranean Sea:    • SARDEGNA a Myth in the Mediterranean ...  
Music from:    • Dillu  
   • Tenore improvvisato Oniferi  
   • Tenore Remunnu 'e Locu Bitti [Enciclo...  
Not for money or anything, just for promoting cultures… Sardinian polyphonic singing is really similar to Guria and other regions of Georgia, also we have similar architecture like ''Nuraghi''… History, travel and knowing about different cultures are my hobbies... I do not know if it only comes from Neolithic Farmers or there could have been another way as well... It is known that Caucasians were spread out to Anatolia-Fertile Crescent and back, also to some other areas as far as Europe… Migrations were always happening one way, another way around, or both… It is hard to tell from which period of time are the similarities, up to unbiased professional historians to make it clear...

კავკასია ერთგვარი გზაჯვარედინია, ქართველები ძირითადად აუტოქტონური და დიდი ხნის წინ მოსული ხალხების ერთობა ვართ, ბუნებრივია სამხრეთ დასავლეთში ცოტა მეტად გადაიკვეთა კულტურები, ამის ერთერთი გამოვლინება ცეკვა ხორუმია... ეს არ ნიშნავს, რომ სხვისი წილი ზოგად სამხრეთ კავკასიურზე და ქართველურზე მეტია, ნაწილობრივ შერწყმით მიღებული ხასიათი ამდიდრებს ჩვენს კულტურას... მით უმეტეს პრეისტორიიდან დაწყებული ახლო აღმოსავლეთთან სიახლოვე არ გვაკლდა, აბორიგენი კავკასიელებიც აქედან არიან მოსულები - ათასწლეულებია დაშორება სხვადასხვა პერიოდზეა საუბარი... შუამდინარეათი-ანატოლია-კავკასია ეს ის ადგილებია საიდანაც ბევრ ეთნოს და კულტურას დაედო დასაბამი - ასევე მოსაზღვრე იამნაია ჩრდილოეთით...
ფაქტია გაჭრილი ვაშლივით გავს კრიმანჭულს ინტონაციით და დაბოლოებებით, ლამის ''დილაი ჰადილოო'' იძახიან(ამაზე მეტად რომ გავს ისეთებიც არის - ეს ჯობდა ჟღერადობით), ერთი ''ირიაჰო ურუაჰო'' აკლიათ:დ ვიზუალურადაც არის მსგავსება, ასევე ნაგებობები გავს სამცხე-ჯავახეთისას... არ ვიცი მარტო ნეოლითის პერიოდის ფერმერებიდან მოდის მსგავსება, თუ სხვა გზებიც შეიძლება ყოფილიყო ჩვენი რეგიონიდან იქით, იქიდან აქეთ, ან ორივე ერთად... მიგრაციები ყოველთვის ხდებოდა არაერთი მიმართულებით... ისტორიკოსების საქმეა მოჰფინონ ნათელი, მაგრამ არსებული სიახლოვე საკმარისია კულტურული კავშირების გასაბამად...
არავისზე არ ვაფანატებ, ჩემთვის იდეალური მხოლოდ ჩვენი რწმენა და ქვეყანაა... შედარებით ნორმალური სურათები შევარჩიე, სხვამხრივ ყველაფერი არც ამათი არ მომწონს, ზედმეტად აჭრელებული რაღაცეები და ა.შ... სილამაზე უბრალოებაში-სისადავეში მგონია ნაკლებად მკვეთრი გადასვლებით(არც მეორე უკიდურესობა ერთფეროვნებაზეა საუბარი - გააჩნია რა რაზე მიდის)... ‘’ზატო’’ ქალების ნაწილს სახე ნაკლებად აქვთ ‘’წაპრუნწკულ გაშიკატურკებული’’... დასაწყისში რომ არის, აი ასეთი ‘’ღვინის’’ ფერთან მიახლოებული ფერები უხდება ქართველებს(''ფელამუშივით დატყლეპებული არ უხდება სახურავებს'', რაც გავრცელდა ერთი პერიოდი - ყველაფერს თავისი ადგილი აქვს), ასევე ბუნებრივი ხორბლის-ოქროს ფერი, ხაკისფერი, მწვანე, წითელი და ა.შ... წითელიც არის და წითელიც, აზიატური ‘’ზიზილპიპილო’’, ან ‘’აზიატური ვულგარულობით ევროპელობა’’ ყველაზე ნაკლებად გვიხდება მგონი...
არავის არ ვაყენებ შეურაცყოფას, ყველა ერს თავისი ხასიათი აქვს... ზოგადად არსებობს საწყისები ნებისმიერ სფეროში: ხელოვნებაში, კრეატიულობის ისტორიაში(დაწყებული უძველესი ცივილიზაციებიდან, სადაც ვიმსახურებთ ადგილს, მაგრამ სამწუხაროდ არცერთ დასავლურ წიგნში არ ვფიგურირებთ... ჩვენგან ხან '''ხლისტურად'' დაცინული მეზობელი გაცილებით წინ არის ამ საკითხებში ''ჩვენზე ნაკლები მონაცემებით'' - არ ვამბობ, რომ გადავამეტოთ რაიმე, ზომიერად დავიმკვიდროთ ადგილი იქ სადაც შეგვიძლია), არქიტექტურაში, მეცნიერებაში და ა.შ... იგივე დასავლეთში და აღმოსავლეთში არის ფერები მიჩნეული კლასიკურად...
როგორც ყველას ამათაც ახასიათებთ გემოვნებიანი და უგემოვნო მხარეები... რაღაცეებში გვგვანან, რაღაცეებში ვჯობივართ და რაღაცეებში გვჯობიან... განვითარებული ქვეყანაა უამრავი კარგი მხარე აქვთ, რაღა მარტო ცუდს უნდა ვუყუროთ?! არაფერს არ დაგვაკლებს სხვისი კარგი თვისებების დაფასებასაც თუ შევძლებთ, საკუთარის კარგად შეცნობის და ათვისების შემდეგ, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში თუ ვისწავლით ორიგინალურად რაიმეს და არა პირდაპირ ‘’კოპირებით’’...
ხომ შეიძლება სარდინიაში კულტურული ტურები მოვაწყოთ?! შესანიშნავი ბუნება და ხალხია, ერთი-ორს იმღერებ, ქვეყნის ისტორიას და კულტურას გააცნობ, ტურიზმისთვისაც კარგი იქნება... კორსიკაში იყვნენ, შეიძლება ვინმე აქაც იყო, მაგრამ უფრო მაშტაბური ხასიათი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს...

ვიდეოები „სიცოცხლის სამოსახლოა ჩვენი პატარა გურია"-ისგან