წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არ არის არცერთი რეგისტრირებული ტურისტული კომპანია ან ფირმა, რომელიც ორგანიზებას გაუწევს, როგორც მარშრუტების დაგეგმვას, ასევე ტურისტებისათვის სრულფასოვანი სერვისის შეთავაზებას. ამის შესახებ ევროკავშირის პროექტის \"სამოქალაქო საზოგადოება – მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად\" ფარგლებში მომზადებული კვლევაში ვკითხულობთ. აღნიშნული კვლევა \"ჯვარის სათემო განათლების ცენტრმა\" ჩაატარა. საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მაია ჭანტურიას თქმით, გამოიკითხა სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანები, მათ შორის, გიდები , წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტურისტული ცენტრების, სასტუმროების, გესთაუსების, კვების ობიექტების წარმომადგენლები და ასევე სათავგადასავლო ტურიზმის სერვისით მოსარგებლე შიდა და გარე ვიზიტორები. ინტერვიუში სულ 90 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ნახეთ რადიო \"ათინათის\" სიუჟეტი.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
ნახეთ რადიო \"ათინათის\" სიუჟეტი.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/