🔹 ᲜᲘᲙᲝ ᲤᲐᲚᲘᲐᲜᲘ - ᲡᲔᲠᲢᲘᲤᲘᲪᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲐᲛᲗᲝ ᲒᲐᲛᲧᲝᲚᲘ ᲡᲕᲐᲜᲔᲗᲘᲓᲐᲜ 🔹

08.04.2023 03:25

"სამთო გამყოლი ეხმარება ადამიანებს გამოაბიჯონ კომფორტის ზონიდან, ეხმარება მათ მიზნების მიღწევაში, საკუთარი ლიმიტების გადაწევაში და უზრუნველყოფს რომ ეს პროცესი იყოს სასიამოვნო, უსაფრთხო და დასამახსოვრებელი. საქართველოში ეს საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პროფესიაა და ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს, მეორე მხრივ, სასიამოვნოცაა, რადგან აქ ჩამოსულ სტუმარს აცნობ შენი ქვეყნის საიდუმლოებას, ტრადიციებს და უნიკალურობას. მიხარია, რომ საქართველო და სამთო გამყოლთა ასოციაცია ძალიან კარგად მიჰყვება მსოფლიოს ტემპს, გვყავს ისეთივე დონის სერტიფიცირებული სამთო გამყოლები, როგორებიც არიან მაგალითად ალპებში. კარგი და სწორად მიწოდებული სერვისი, ზრდის ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს. ვისაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი თუ რა პროფესიას დაეუფლოს, უყვარს ბუნება, აინტერესებს ალპინიზმი ან სხვა სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებები, ვურჩევ აუცილებლად ჩააბარონ „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში“. #გახდიგამყოლი 2021 წლიდან სკოლის დიპლომირებული სამთო გამყოლები „საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის (GMGA)“ და „სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA)“ წევრები არიან, რაც საშუალებას აძლევთ აწარმოონ პროფესიული საქმიანობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ასოციაციის 25 წევრ ქვეყანაში ევროპის, აზიისა და ამერიკის მასშტაბით. 🔹Nick Phaliani - Mountain Guide 🔹Georgian Mountain Guides 🔹International Federation of Mountain Guides Associations UIAGM IVBV 🔹Georgian Trekking guides GMGA • საქართველოს საფეხმავლო გამყოლები სსგა 🎥 Nika Lebanidze ვიდეო შეიქმნა "მთა-მთა გამყოლთა მარათონის" ფარგლებში. პროექტის მიზნებია ახალგაზრდების გაძლიერება სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიების მეშვეობით: გამყოლის პროფესიის, სათავგადასავლო ტურიზმის, გენდერული თანასწორობის, პროფესიული განათლებისა და სერტიფიცირების პოპულარიზაცია და დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. Funded through the TVET Support Program, @US Embassy Tbilisi, Georgia

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო