ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და მადლობები მიიღო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას დღეს ედიშერ თოლორაია ესწრებოდა. ყოფილმა გამგებლმა სხდომის თავმჯდომარეს ლაშა გოგიას და თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ თავი არასოდეს დაუზოგავს რეგიონში დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად და მომავალშიც მზადყოფნა გამოთქვა ზუგდიდის კეთილდღეობისთვის საკუთარი წვლილი შეიტანოს. თოლორაიამ, სხდომის წევრებისგან მისი გამგებლობის ბოლო ოთხი წლის შეაფასება და შენიშვნები მოისმინა. განმუხურის რწმუნებულმა ემზარ ახალაიამ გამგებლისთვის ტაშის დაკვრის სურვილი გამოთქვა, თუმცა, როგორც მან განაცხდა, ედიშერ თოლორაის გამგებლობის დროს სოფელში არაფერი გაკეთებულა და ტაშის დასაკრავიც არაფერია. „დარჩელი-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია. ცენტრალურ გზაზე საუბარი ზედმეტია, შიდა გზები დანგრეულია, კანალიზაციის მილები ლპება, სტადიონზე საუბარი ზედმეტია და გაზიპიკაციაც შეწყდა,“- აღნიშნა მან. შენიშვნის საპასუხოდ კი თოლორაიამ განმუხურის გამგებელს შეახსენა , რომ ამ წლების განმავლობაში კომინიკაციაზე ის არ გამოსულა და აღნიშნული პრობლემების თაობაზე მასთან არ უსაუბრია. ასევე აღნიშნა რომ, ტენდერი დარჩელი- განმუხურის ხუთ კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციისთვის უკვე გამოცხადებულია. "რაც შეეხება ხიდს თანხა გადმორიცხულია და მისი რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით 2017 წლის თებერვალში დაიწყება, გაზიფიკაცია- კი სექტემბრის ბოლოს". სხდომის დანარჩენმა წევრებმა გამგებლის მოღვაწეობის ოთხი წელი დადებითად შეაფასეს და წარმატებები უსურვეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ედიშერ თოლორაიამ საკუთარი არჩევანი გააკეთა
STV NEWS
ედიშერ თოლორაიამ გადაგომის შესახებ საკრებულოს განცხადებით...
Nana Kobalia
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
Radio Atinati
ჯიხაშკარის 108-ე უბანზე ედიშერ თოლორაიამ გაიმარჯვა
Radio Atinati
საკრებულოს სამმა წევრმა „ერთიანი...
odishitv
სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობას “ქართული ოცნების“ კანდიდატები წ...
Radio Atinati
ჯიხაშკარის 79-ე უბანზე ,,ქართულმა ოცნებამ'' გაიმარჯვა
Radio Atinati
განმუხურში ,,ქართულმა ოცნებამ'' გაიმარჯვა
Radio Atinati