სიყვარულის 6 ამბავი

14.02.2019 20:18

ვაჟა ლაშხიას და ნათელა კემულარიას ქორწინებიდან 63 წელი გავიდა. ცოლ-ქმარი ყვება, რომ ერთად საინტერესო, სიყვარულით, სითბოთი და ურთიერთმხარდაჭერით სავსე წლები გამოიარეს. „დედამთილის ხელი ურევია ჩვენს სიყვარულში, მას ძალიან მოვეწონე, მერე ვაჟასაც ჩავუვარდი გულში, პირველად მას შევუყვარდი, თუმცა დიდხანს არაფერს არ მეუნებოდა, მიმალავდა, მერე გამომიტყდა სიყვარულში და მეც შემიყვარდა, რატომ არ უნდა შემყვარებოდა, კოხტა, მაღალი, „აკურატნი“ ბიჭი იყო’’, - ამბობს ნათელა კემულარია ის ამაყობს თავის მეუღლით, რომელსაც დღემდე ლექსებს უძღვნის. ხანდაზმულ წყვილს ორი შვილი, ხუთი შვილიშვილი და ოთხი შვილთაშვილი ჰყავს. უფრო ვრცლად ნახეთ აქ: https://bit.ly/2DFyWjj რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati   Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter:   / atinati1059   Instagram:   / radioatinati1059fm

გაზიარება: