ქრისტინე - ქართული მხატვრული ფილმი (1916)

02/14/2021
maia beri-ის მიერ

ქართული მხატვრული ფილმები
   • აბეზარა - ქართული მხატვრული ფილმი  

„ქრისტინე“ — პირველი ქართული მხატვრული ფილმი. გადაღებულია 1916-18 წლებში ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. ფილმის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ალექსანდრე წუწუნავა.

\"ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე კი იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ.\" (იოანეს სახარება 10:10)
პირველი ქართული მხატვრული ფილიმი \"ქრისტინე\" გადაღებულია 1916-18 წლებში, ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით.
ფილიმის მთავარი გმირი ქრისტინე, ემსხვერპლა სიყვარულის არასწორ გაგებას და მის გარშემო ახლობელი ადამიანების არასწორ მსოფლმხედველობას, სადაც ადამიანზე მეტად ფასობდა მამა პაპისეული ადათ-წესები.
მას შემდეგ 100 წელზე მეტია გასული, მაგრამ ცვლილებები მხოლოდ გარეგნულად შეიმჩნევა: ადამიანებმა დაბანა ვისწავლეთ, ფეშენებლურ შენობებში ვცხოვრობთ და ტანისამოსი გამოვიცვალეთ. მაგრამ ის, რაც ყველაზე მთავარი იყო უცვლელი დარჩა...
რამდენი ოჯახის გაუბედურების ამბავი წვდება ჩვენს ყურს, და რამდენი ადამიანია გაუგებრობის მსხვერპლი. ახალგაზრდები ისევ თავს იკლავენ, რომ ახლობლებისა და ოჯახის წევრების მიერ არ იქნენ შერისხულნი, რელიგიური წესებისა და მამაპაპური ტრადიციების დარღვევისათვის. პრობლმას აფიქსირებდნენ ჩვენი ნიჭიერი მწერლები და რეჟისორები, და პრობლემა ფიქსირდება დღესაც ტელევიზიით თუ სოციალურ სივრცეში. ათასგვარ ჰუმანურ გამოსავალს ეძებენ პიროვნებები, მაგრამ ამაოდ, და სრულიად სამართლიანადაც, რადგან ეძებენ იქ, სადაც ის არ არის და არც არასოდეს ყოფილა.
პრობლემა ბიბლიის მიხედვით არასწორი რწმენისა და არასწორი მსოფლმხედველობის ნაყოფია.
ქრისტინესავით შეცდენილი და გაუპატიურებულია ქრისტიანობა დღეს საქართველოში. გაუპატიურებულია გაუნათლებელი მართლმადიდებელი რელიგიის მიერ და მიტოვებული. ფსევდოქრისტიანი ბრბო კი მოტყუებული და ბედის ანაბარა გადაგდებული.
მაშ რა ვქნათ?
\"ქრისტინე\" შეცდა სიყვარულის არჩევანში და ჩაბარდა არა იმას, ვისაც შეეძლო მისთვის ნამდვილი მეგზურობა გაეწია, არამედ მიაკითხა იასონს, თვალის მაამებელ წუთიერ ტკბობას და მისი მსხვერპლი გახდა.
მაშ უარი ვთქვათ \"ქრისტინე\"ს ბედზე - ჩვენს უკუღმართ მართლმადიდებლურ წარმართულ რელიგიაზე, რომელიც კვლავ აგრძელებს მოსახლეობის მოტყუებას ყურის მაამებელი სიტყვებით და თვალის მაამებელი რიტუალებით. რომ გაბრუებულები არ აღმოვჩნდეთ დაორსულებულები სიცრუის ნაყოფით და მიტოვებულები.
და მივაკითხოთ \"იესო ქრისტეს\", რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიიდან გვეცნობა და ვიგემოთ ჭეშმარიტი სიყვარულის ნაყოფი.
ჩვენ აღარ ვიქნებით \"ქრიტინეები\", არამედ ქრისტიანები, რომელთა თავზე ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდება უფლის ნების გარეშე. ხოლო უფლის ნება კი არის:
\"რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა.
ხოლო ჩემი მომავლინებლის ნება ის არის, რომ რაც მომცა, არაფერი დამეკარგოს, არამედ აღვადგინო უკანასკნელ დღეს.
ჩემი მამის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს”\" (იოანეს სახარება 6:38,39,40)

ვიდეოები „maia beri"-ისგან