მარნეულში საცხოვრებელი ფართით კიდევ 28 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა
მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მფლობელი კიდევ 28 დევნილი ოჯახი გახდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ თოფჩიშვილთან და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან თამაზ ნავერიანთან და რუსლან გაჯიევთან ერთად, დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა. მენაშენეების პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში 57 ბინა შეისყიდა. კორპუსის სამშენებლო სამუშაოები კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „ნოვომ“ განახორციელა. პირველ ეტაპზე დევნილ ოჯახებს 29 ბინა გადაეცათ. დღეს კი ბინის გასაღებები კიდევ 28 დევნილმა ოჯახმა მიიღო. 28 ბინიდან 5-ერთოთახიანია, 12-ოროთახიანი და 11-სამოთახიანი. დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარი, გამგებელთან და დეპუტატებთან ერთად იმ დევნილ ოჯახებსაც ესტუმრა, რომლებიც სამინისტროს მიერ გადაცემულ ბინებში უკვე გადავიდნენ და მათ საცხოვრებელ პირობებს პირადად გაეცნო. ვრცლად იხილეთ: http://marneuli.gov.ge/…/1511-marneul...
Municipality of Marneuli-ის სხვა ვიდეოები
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეულ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - მარნეულში ეპიდსიტ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ინფიცირების ახალი...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეული...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - COVID-19 - ვითარე...
სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერე...
01:36
მერიის სამსახურებმა საკრებულოს წლიური ანგარიში წარ...
01:32:11
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვი...
მსგავსი ვიდეოები
მარნეულში, დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისსა და მარნეულში აპლიკაციების შევსება დაიწყო
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
ახალი საცხოვრებელი სახლები იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთ...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
მარნეულში 22 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
მარნეულში 22 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
მარნეულში 31 დევნილ ოჯახს სახლები აუშენდებათ
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბინები დევნილი ოჯახებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარნეულში შუახნის ქალბატონი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster