მარნეულში 31 დევნილ ოჯახს სახლები აუშენდებათ

26.06.2019 02:13

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ელევატორის დასახლებაში, ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ, დევნილ ოჯახებს, რომლებიც ადგილზე წლებია ცხოვრობენ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან, საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია გადაეცათ. ღონისძიებაში მონაწილეობა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს სტრატეგიული პარტნიორობის მენეჯერმა ნინო ხოხობაიამ მიიღეს. 31 ოჯახისთვის, სახლების მშენებლობა და სოფლის ტიპის დასახლების მოწყობა მუნიციპალიტეტში, პროექტის სახელწოდებით - „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW), ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა, იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოს გრანტის სახით, 10 მილიონ ევროს გადმოსცემს, რომლის ერთ–ერთი კომპონენტი მარნეულში დევნილი ოჯახების ბინებით უზრუნველყოფაა. #ქვემოქართლისრეგიონი2019 #მარნეული2019 #დევნილთაგანსახლება2019 #სახლებიდევნილებისთვის2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება
01:58

მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდებ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება
00:51

მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდებ...

Municipality of Marneuli

ახალი საცხოვრებელი სახლები იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის
01:48

ახალი საცხოვრებელი სახლები იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

მარნეულში 31 დევნილი ოჯახისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდა
02:29

მარნეულში 31 დევნილი ოჯახისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

მარნეულში 31 დევნილი ოჯახისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდა
04:27

მარნეულში 31 დევნილი ოჯახისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდ...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

მარნეულში 31 დევნილი ოჯახისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდა
04:37

მარნეულში 31 დევნილი ოჯახისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდ...

დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო

მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება

მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდებ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო
01:16

მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო