ახალი საცხოვრებელი სახლები იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის

07.07.2020 01:48

გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, მარნეულში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია ნგრევად შენობაში ცხოვრობენ. მიმდინარე სამუშაოები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა მოინახულეს. პროექტის დასრულების შემდეგ, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა და გარე განათების სისტემები მოეწყობა. ასევე აშენდება 120 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სააღმზრდელო დაწესებულება. გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტი, დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ გარდა მარნეულისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, დამატებით, 122 სახლი აშენდება. განსახლების შემდგომ, დევნილ ოჯახებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ. #ქვემოქართლი2020 #მარნეული2020

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

დევნილების მოთხოვნა
03:50

დევნილების მოთხოვნა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა
01:48

მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა
01:16

მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ახალი საცხოვრებელი სახლები იძულებით გადაადგილებული პირებითვის -ბინები 429 ოჯახს გადაეცა
03:00

ახალი საცხოვრებელი სახლები იძულებით გადაადგილებული პირებითვი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საცხოვრებელი სახლები დევნილებისთვის
01:32

საცხოვრებელი სახლები დევნილებისთვის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ქუთაისში 52 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
01:20

ქუთაისში 52 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დევნილთა ახალი საცხოვრებელი სახლები
05:41

დევნილთა ახალი საცხოვრებელი სახლები

სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე

წყალტუბო
05:48

წყალტუბო

Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил

ყველა ვიდეო