ღორის სტეიკი გრილზე

11/28/2020
Your Cooking Show-ის მიერ

ღორის ხორცი
წითელი ღვინო
დაღერღილი წიწაკა
შავი პილპილი
ქინძი
მარილი
ნიორი
ზეთი
ღორის ხორცის ნაჭრებს მოვათავსებთ ღრმა ჭურჭელში, დავაყრით მარილს დავასხამთ წითელ ღვინოს დავახურავთ თავზე და დავაყოვნებთ 1 საათი, ამავდროულად სანაყში ჩავრით მარილს, დაღერღილ წიწაკას, შავ პილპილს, ნიორს, ქინძს და 2 კოვზ ზეთს, დავნაყავთ, გადავურევთ ერთმანეთში სანელებლებს და შემდგომ წავუსვამთ სტეიკის ნაჭრებს. მოვათავსებთ ნაკვერჩხალზე და შევწვავთ თითოეულ მხარეს 5 წუთს

⚠️გამოიწერეთ და გააქტიურეთ ნოთიფიკაციების ღილაკი 🔔:    / @yourcookingshow  

#სტეიკი #კულინარია #kulinaria #cookingshow

ვიდეოები „Your Cooking Show"-ისგან