მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის გავრცელების სტატისტიკა
რაც შეეხება ვირუსის გავრცელების სტატისტიკას მსოფლიო მასშტაბით - გერმანიაში ახალი ტიპის კორონავირუსი ოთხ ბავშვს დაუდგინდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. გამოცემის ცნობით, ინფექციის შემთხვევები ერთ-ერთ ბაღში დაფიქსირდა. როგორც გერმანული მედია იუწყება, ყველა ინფიცირებული მცირეწლოვანის მდგომარეობა სტაბილურია. მათ ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვთ. კორონავირუსით საერთო ჯამში გერმანიაში 79 ადამიანია დაინფიცირებული. აზერბაიჯანში, ვირუსი სამ ადამიანს დაუდგინდა, რის შემდეგაც ქვეყანამ ირანთან არსებული საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ირანში კი ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით დაღუპულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება. ოფიციალური მონაცემებით, ვირუსმა 43 ადამიანი შეიწირა. დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 600-ს აღწევს. ამჟამად, კორონავირუსი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირებულთა რაოდენობა 85 000-ს აჭარბებს. პაციენტების უმრავლესობა ჩინეთში ცხოვრობს. დაღუპულია 2900-ზე მეტი ადამიანი. ვირუსის დამარცხება კი ამ დრომდე 40 ათასმა პაციენტმა შეძლო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კორონავირუსის გავრცელების არეალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის წინაშე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#COVID19-ის მსოფლიო სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელების არეალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კოვიდ19- ის ბოლო ოფიციალური სტატისტიკა მსოფლიოს მასშტაბით
TV IMEDI