მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის წინაშე

23.03.2020 06:08

ევროპის წამყვანი ქვეყნები კორონა ვირუსის გავრცელების შეჩერებას ჯერ ვერ ახერხებენ. მძიმე ვითარებაა იტალიაში, ესპანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში. იტალიასა და გერმანიაში დამატებითი აკრძალვები დაწესდა, თუმცა დაღუპულთა სტატისტიკა ყოველდღიურად სულ უფრო საგანგაშოა. ამ დრომდე კარანტინში რჩება ანგელა მერკელი, რომელსაც ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ კორონა ვირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პირველადი პასუხი უარყოფითია. მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“ უკვე 186 ქვეყანაში გამოვლინდა. ვირუსით დაინფიცირების სტაბილური კლება შეინიშნება ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში. ჩინეთში შიდა გავრცელება სრულად შეწყდა და დაინფიცირება მხოლოდ გარედან შეტანილ შემთხვევებს უკავშირდება.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო