ლევან ახვლედიანის განცხადება, „კონტი ჯგუფთან“ დაკავშირებით
„კონტი ჯგუფთან“ დაკავშირებით, დღეს კიდევ ერთხელ განმარტება გააკეთა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელმა. ლევან ახვლედიანის განცხადებით, ამ ეტაპზე „კონტი ჯგუფი“ კვლავ რჩება პროექტის რეგისტრირებულ აქციონერად. ახვლედიანის თქმით, „კონტის“ ზაფხულში ჰქონდა გაცხადებული, რომ ის პროექტს ტოვებდა და აქციების 42%-ის გაყიდვას აპირებდა. ოფიციალურად ეს ტრანზაქცია კი ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, რაც დროში ვერ მოესწრო, შესაბამისად, კონსორციუმის ხელმძღვანელის განმარტებით, „კონტი“ პროექტში რჩება და აქციების გაყიდვა ამ დროისთვის დღის წესრიგში არ დგას. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ „კონტი ინთერნეიშენალმა“ შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად. მოგვიანებით, კონსორციუმის საპასუხო განცხადება „კონტი ჯგუფმაც“ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ჯგუფს ანაკლიის კონსორციუმიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება არ შეუცვლია და ელოდებიან აქციების გამოსყიდვას, რათა ანაკლიის პორტის პროექტი მალე დატოვონ. თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა. დიპლომატი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები კონსორციუმის მხარდაჭერას განაგრძობს და იმედს გამოთქვამს, რომ პროექტი, მათ შორის ამერიკული ინვესტიციებით განხორციელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"დილის მოამბე" ნინო ვარდოსანიძესთან ერთად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აბრეშუმის გზის ფორუმში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიც“...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დეპუტატები ანაკლიის პორტის საკითხს ეხმაურებიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინვესტიცია ზუგდიდისა და მეზობელი სოფლების განვითარებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანაკლიის პორტის ინვესტორების საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ექსპერტებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster